დოდონა კიზირია: ჩვენს საზღვართან არ შეიქმნება ცხელი წერტილი, რომელსაც რუსეთი ადვილად გადმოიტანდა სამხრეთ კავკასიაში, რაც კრემლის ოცნებაა

kiziria

kiziriaორიოდე სიტყვა თურქეთზე. სჩანს ერდოღანმა შესძლო ჯერჯერობით შეენარჩუნებინა ძალაუფლება. ამაში ცუდი მხარეც არის და კარგიც, როგორც ჩვენთვის ასევე საერთაშორისო კუთხითაც.
კარგი:
1. ჩვენს საზღვართან არ შეიქმნება ცხელი წერტილი, რომელსაც რუსეთი ადვილად გადმოიტანდა სამხრეთ კავკასიაში, რაც კრემლის ოცნებაა – შექმნას აქ მეორე სირია.
2. თურქეთი როგორც ჩვენი, ასევე ამერიკის პარტნიორია და სიტუაციის სტაბილიზაცია ძალიან მნიშვნელოვანია ამ კუთხით ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაში, რაც ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია.
3. ნამდვილად ურევია ამ გადატრიალების მცდელობაში რუსეთის ხელი თუ არა (მე ვფიქრობ ურევია!), ეს მაინც შექმნის ეჭვს კრემლის მიმართ და შესაძლოა შეაჩერებს ევროპაში (განსაკუთრებით საფრანგეთში) გაჩენილ ტენდენციას, რომ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ უნდა მოიხსნას.
4. სტაბილიზაცია თურქეთში შესაძლებელს გახდის ჩვენ არ დავიკარგოთ დასავლეთის და განსაკუთრებით ამერიკის რადარებიდან.
ცუდი:
1. ერდოგანმა დაარღვია ათათურქის კონსტიტუციის მნიშვნელოვანი პუნქტი იმით, რომ გააძლიერა ხელისუფლების რელიგიური კავშირები და, ზოგიერთი წყაროების მიხედვით, ირიბად ისლამურ სახელმწიფოსაც უწევს ზოგჯერ დახმარებას.
2. ამაზრზენია ის ფაქტი, რომ მან არ გასცა ბრძანება ამოქმედებულიყო პოლიცია და დაუყოვნებლივ შეეჩერებინა ის სისასტიკე, რომელიც ქუჩის ბრბომ გამოიჩინა დაპატიმრებული მეამბოხე ჯარისკაცების მიმართ. მათი საქციელი ძალიან გავს სწორედ ისლამისტი ფანატიკოსების ხელწერას.
3. ამ ლინჩის მეთოდით ანგარიშწორება მაფიქრებინებს, რომ ამ ფანატიკოსებს აწყობთ ერდოგანის პოლიტიკა და ამიტომაც აღუდგნენ წინ მეამბოხეებს და არ კონსტიტუციის დასაცავად.
4. ასეთი შემზარავი და ბარბაროსული საქციელის თავისუფლად მიშვება ერდოგანს შესაძლოა ძვირად დაუჯდეს – მან ამოუშვა ბოთლიდან ისეთი ჯინი, რომელიც უკან შესაძლოა ვეღარ შეაბრუნოს. თანდათან ისლამური ფანატიკოსების ფრთას შეუძლია ისე გაძლიერდეს, რომ თვითონ ერდოგანი გახდეს მათი მსხვერპლი.
5. სანამ თურქეთში სიტუაცია ჯერ მაინც მთლად დალაგებული არ არის, სრულიად პარალიზებულია მის ტერიტორიაზე განლაგებული ამერიკული საჰაერო ბაზა, რომელიც ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებების მთავარი პლაცდარმი იყო-წერს ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი პროფესორი დოდონა კიზირია

banner
წინა სტატიაშირას წერს თურქეთიდან ქართველი ემიგრანტი “თაიმერს”
შემდეგი სტატიადაკავებულია თურქეთის სამხედრო-საჰაერო ბაზის მეთაური