ჩვენს ქვეყანას არ სჭირდება არც ზეპრეზიდენტი და არც ყოვლისშემძლე პრეზიდენტი-სალომე ზურაბიშვილი

ყველაფრის შემძლე ნამდვილად არ ვიქნები, ვფიქრობ, ჩვენს ქვეყანას არ სჭირდება არც ზეპრეზიდენტი და არც ყოვლისშემძლე პრეზიდენტი. ქვეყანას ადამიანური, ჩვეულებრივი პრეზიდენტი ესაჭიროება, რომელიც თქვენთვის ადვილად ხელმისაწვდომი იქნება, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ხელვაჩაურის ამომრჩევლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც ჟურნალისტებს დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატის პრესსამსახურიადან აცნობეს, სალომე ზურაბიშვილი აჭარაში, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობას შეხვდა და აღნიშნა, რომ არსებული პრობლემები ერთობლივი ძალისხმევით უნდა გადაიჭრას.

„მინდა ვიყო ეფექტური, შედეგიანი პრეზიდენტი და ამისთვის ერთად უნდა ვიმუშაოთ. თქვენ უნდა მომცეთ თქვენი პროგრამა. არჩევნების შემდეგ იწყება ჩვენი ერთობლივი, ნამდვილი საქმე, როცა თქვენ მოხვალთ ჩემთან იმისათვის, რომ გამიზიაროთ რა პრობლემები არსებობს და როგორ ხედავთ მათი გადაჭრის გზებს. მე ვიცი და მჯერა, რომ ბევრი გიფიქრიათ ამ საკითხზე და სწორედ ამიტომ, არსებული პრობლემები ერთად უნდა გავიაზროთ და გადავჭრათ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთში ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანი შეეწირა
შემდეგი სტატიასასწრაფოს ეკიპაჟის წევრზე ფიზიკური ანგარიშსწორების საქმეზე შს სამინისტრომ გამოძიება დაიწყო