ჩვენს პაციენტებს არ დაკლებიათ 1 თეთრი, რომელიც მათ სჭირდებოდათ – ტიკარაძე გაფლანგულ სარეზერვო ფონდზე

“ჯანდაცვის სამინსიტროს, ჰოსპიტალურ სექტორს, ამბულატორიებს და ჩვენს პაციენტებს არ დაკლებიათ 1 თეთრი, რომელიც მათ სჭირდებოდათ. ჩვენ ამასთან მიმართებაში არანაირი შეფერხება არ გვაქვს” – ამბობს ჯანდაცვის მინისტრი IDFI-ს კვლევის კომენტირებისას.

კორონავირუსთან ბრძოლას სარეზერვო ფონდის მხოლოდ 13% მოხმარდა – ნათქვამია “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ანგარიშში, რომელიც 2020 წელს და 2021 წლის პირველ 6 თვეში სარეზერვო ფონდის ხარჯებს ეხება.

ირკვევა, რომ 2021 წლის საწყის 6 თვეში მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ჯამში გამოიყო 67 მილიონი ლარი, საიდანაც დაიხარჯა 61 მილიონ ლარზე მეტი, თუმცა პანდემიასთან ბრძოლას მძიმე პანდემიურ წელს, მხოლოდ მცირე ნაწილი მოხმარდა.

banner
წინა სტატიაშიკუჭავა – დარწმუნებული ვარ, „ქართულ ოცნებას“ ალტერნატივა არ აქვს
შემდეგი სტატიაქაბულში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 110-მდე გაიზარდა