ჩვენს ჯარისკაცებს არასოდეს ვეტყვით, რომ ჩვენ როდესმე შეიძლება შევიცვალოთ ჩვენი კურსი – თალაკვაძე მარშანიას პასუხობს

უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე პარლამენტში ადა მარშანიას მიერ გამოთქმულ ინიციატივას ეხმაურება. “პატრიოტთა ალიანსის” წევრმა რუსეთთან კონფლიქტზე საუბრისას, ხელისუფლებას და პრეზიდენტს ახალი ფორმატი, საქართველო-ნატო-რუსეთი შესთავაზა.

თალაკვაძემ თქვა, რომ ხელისუფლება არასოდეს ეტყვის ქართულ ჯარს, რომ არჩეულ კურსს უნდა გადაუხვიონ.

„ჩვენს ჯარისკაცებს არასოდეს ვეტყვით, რომლებიც დღეს ემსახურებიან თავისუფლების დემოკრატიის და უსაფრთხოების დაცვის იდეას, არასოდეს ვეტყვით, რომ ჩვენ როდესმე შეიძლება შევიცვალოთ ჩვენი კურსი და გადაწყვეტილება იმ ფასეულობის მიმართ, რომელსაც იცავენ ისინი თუნდაც ავღანეთში,“-აცხადებს თალაკვაძე.

banner
წინა სტატიაშიგთავაზობთ ფორმატს: საქართველო-ნატო-რუსეთი – ადა მარშანია
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია : ანაკლიის პორტი არის ქვეყნის მომავალი და არავის გამოუვა, შეთქმულების თეორიებით, სკანდალებით, წლების წინ აღებულ ვალდებულებებს თავი აარიდოს