,, ჩვენს აგიტატორებს საარჩევნო სიები აქვთ აბსოლუტურად კანონიერად, სიები ფოტოსურათებით ყველა პარტიისთვის ხელმისაწვდომია”

მინდა განვმარტო, რომ ჩვენს აგიტატორებს სიები აქვთ აბსოლუტურად კანონიერად, ყველა პოლიტიკური პარტიისთვის ხელმისაწვდომია საარჩევნო სიები ფოტოსურათებით, ეს არის კანონმდებლობით გარანტირებული, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები ცდილობენ, „ქართული ოცნების“ აქტივისტებს წაართვან საარჩევნო სიები.

„მინდა განვმარტო, რომ ჩვენს აგიტატორებს სიები აქვთ აბსოლუტურად კანონიერად, ყველა პოლიტიკური პარტიისთვის ხელმისაწვდომია საარჩევნო სიები ფოტოსურათებით, ეს არის კანონმდებლობით გარანტირებული თითოეული საარჩევნო სუბიექტისთვის. ასეთი სიები აქვთ როგორც ჩვენს აგიტატორებს, ასევე სხვა პოლიტიკური სუბიექტების აგიტატორებსაც, ეს არის კანონით დაშვებული. არ ვიცი კიდევ ერთი ტყუილია, თუ თავის მოტყუება, რომ „რუსთავი 2“-ზე მუდმივად ცდილობენ, საკითხის ისე წარმოჩენას, თითქოს ვინმეს უკანონოდ აქვს სიები, რომლებიც არის ჩვენი აგიტატორების ხელში. სიები მათ აქვთ კანონიერად შესაბამისად მოვუწოდებ „ნაცმოძრაობის“ აქტივისტებს, თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან.

banner
წინა სტატიაში,,საზოგადოება ხედავს რას წარმოადგენს გრიგოლ ვაშაძე – მას ქართული საზოგადოება პასუხს დღეს გასცემს
შემდეგი სტატიაზუგდიდის 105-ე უბანზე “ოცნების” წარმომადგენლებმა ამომრჩეველს ხმის მიცემის უფლება არ მისცეს