კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი კუპრაძე მათი გუნდის წევრების ნარკოლოგიურში გადაყვანას ეხმიანება და წერს, რომ “ლელოს“ 3 ლიდერს ჩასაფრება მოუწყვეს.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე, მათთან დაკავშირებას ცდილობენ და ადვოკატები და თანაგუნდელები მათკენ მიემართებიან.
ჩვენს 3 თანამებრძოლს (ლელოს ლიდერებს) მოუწყვეს ჩასაფრება და გადაიყვანეს ნარკოლოგიურში.
ოთო ფარულავა – გენერალური მდივნის მოადგილე
ლევან ჯორბენაძე – კოალიციის კომუნიკაციების ხელმძღვანელი
ბექა ბერიძიშვილი – ახალგაზრდულის ლიდერი
ერთდროულად ქალაქის სხვადასხვა ადგილას, სახლებთან, დიდ დიღომში, საბურთალოზე და ჩუღურეთში.
ვცდილობთ ვიპოვოთ და გავიდეთ კავშირზე. ბექა ჯერ სახლთან ყავთ გაჩერებული, ადვოკატები და თანაგუნდელები გზაში არიან,-წერს კუპრაძე.
















