ჩვენმა სიყვარულმა უნდა დაფაროს უარყოფითი მხარე, რაც დეკანოზმა გიორგი მამალაძემ გამოიჩინა

ჩვენმა სიყვარულმა უნდა დაფაროს უარყოფითი მხარე, რაც დეკანოზმა გიორგი მამალაძემ გამოიჩინა ,- ამის შესახებ სრულიად საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქმა, წმინდა სინოდის თავმჯდომარე ილია მეორემ სინოდის დღევანდელ სხდომაზე, მისასალმებელი სიტყვის დროს განაცხადა.

„დროის სირთულიდან გამომდინარე, არ არის საკმარისი სინოდის წელიწადში ორჯერ მოწვევა. სინოდი უნდა იქნას მოწვეული უფრო ხშირად, ყოველი პრობლემის შემთხვევაში. ერთ-ერთი ასეთი პრობლემა არის დეკანოზ გიორგი მამალაძის საკითხი. ჩვენმა სიყვარულმა უნდა დაფაროს უარყოფითი მხარე, რაც მან გამოიჩინა“, – აღნიშნა ილია მეორემ.

ამასთან, წმინდა სინოდის სხდომის ოქმში აღნიშნულია, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს, რომელსაც შეჩერებული აქვს მღვდელმსახურება, გაეწიოს შუამდგომლობა საქართველოს პრეზიდენტთან შეწყალების თაობაზე, მისი ოჯახის რთული მდგომარეობისა და არაერთგზის თხოვნის გათალისწინებით.

banner
წინა სტატიაშიწმინდა სინოდმა მეუფე იაკობი გააფრთხილა
შემდეგი სტატიაჩვენ უნდა გავიაროთ ბეწვის ხიდზე, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი ქცევისა და გამოსვლების გამო ერი არ დაბრკოლდეს