„ჩვენმა ოპონენტებმა სოფლის სკოლები გააუბედურეს“ – ჯეჯელავა

ჩვენმა ოპონენტებმა გააუბედურეს სოფლის სკოლები- აცხადებს განათლების მინისტრი პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან გუშინ გამართული შეხვედრის საკითხზე კომენტირებისას. ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, მცირე სკოლები იქნება ყველაზე მეტად დაფინანსებული და მხარდაჭერილი იმის თავიდან ასაცილებლადაც, რომ არ დაიცალოს რეგიონები.

„ჩვენ ვამბობთ, რომ მცირე სკოლები იქნება ყველაზე მეტად დაფინანსებული, ყველაზე მეტად მხარდაჭერილი, ყველაზე მაღალკვალიფიცირებული. სწორედ ჩვენმა ოპონენტებმა გააუბედურეს სოფლის სკოლები. ჩვენ ვაპირებთ, რომ სოფლის სკოლები იყოს ყველაზე მაგარი სკოლები ამ ქვეყანაში, სწორედ იმის თავიდან ასაცილებლად, რომ ჩვენი რეგიონები არ დაიცალოს. ჩვენი ერთ-ერთი სტრატეგიული ამოცანა, მათ შორის 4-პუნქტიანი გეგმა არის, რომ ყველგან საქართველოში 3 ბავშვი ივლის სკოლაში 30 თუ 1300, უნდა იყოს ზოგად განათლებაზე ხელმისაწვდომობა.

banner
წინა სტატიაში„უნდა გადაიხედოს მთელი სტაფი“ – ნინო ზაუტაშვილი
შემდეგი სტატია„გავიხსენებ და მერე გეტყვით” – მოსულიშვილს უკანონო მშენებლობის საკითხზე პასუხი არ აქვს