ჰოლოდომორის 90 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის ტვიტს უკრაინის პრეზიდენტი გამოეხმაურა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა სალომე ზურაბიშვილს სოლიდარობის გამოხატვისთვის და აღნიშნა, რომ ორივე ერმა რუსეთისგან ბევრი ტანჯვა გამოიარა:
“ვაფასებ თქვენს სოლიდარობას ჰოლდომორის ხსოვნის დღეს. ჩვენმა ერებმა ბევრი ტანჯვა გადაიტანეს მოსკოვის აგრესიული პოლიტიკით გამოწვეული. ჩვენ გვჭირდება ერთმანეთის მხარდაჭერა, რათა დავიცვათ ჩვენი თავისუფლება და ჩვენი ხალხი.” წერს უკრაინის პრეზიდენტი.