„ჩვენმა აქტივობამ გამოიღო შედეგი“, – დავით ბაქრაძე პენსიების ზრდაზე

შეძრწუნებული ვარ თბილისში დატრიალებული უბედურებით... ვიზიარებ თითოეული დაღუპულის ოჯახის ტრაგედიას და ვუთანაგრძნობ ოჯახის წევრებს... სტიქიის და წვიმის მეტი რა გვინახავს, მაგრამ ასეთი უბედურება ჯერ არ დატრიალებულა... ახლა არ არის პოლიტიკური განცხადებების და ბრალდებების დრო - ქალაქს და ხალხს სჭირდება პატრონი და მიმხედავი. სწორედ ამიტომ, ვაუქმებ დღეს ხალხთან დაგეგმილ შეხვედრებს ბათუმში, ასევე ვაუქმებ კიევში დაგეგმილ მივლინებას და სასწრაფოდ ვბრუნდები თბილისში. ხელისუფლებას ვთავაზობ, შევქმნათ მოხალისეთა ჯგუფები, რომლებიც მერიასთან ერთად იმუშავებენ სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის - ამ კრიტიკულ ვითარებაში მზად ვარ, გვერდით გადავდო ყველანაირი პოლიტიკური უთანხმოება და ჩემს თანამოაზრეებთან ერთად, შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერი გავაკეთო თბილისელების დასახმარებლად.

პენსიების ზრდასთან დაკავშირებით სიახლეს ნაციონალურ მოძრაობაში გამოეხმაურნენ. დავით ბაქრაძის თქმით, ეს არის მათი კამპანიის შედეგი.

„ერთი თვის წინ ნაციონალურმა მოძრაობამ ჩვენ პენსიონერებთან ერთად დაიწყო კამპანია ქვეყანაში პენსიის 50 ლარიანი მატების შესახებ. დღეს ჩვენ ვიხილეთ ამ კამპანიის პირველი შედეგი, როდესაც ვაიძულეთ მთავრობა გაეთვალისწინებინა მომავალი წლის ბიუჯეტში პენსიების ნაწილობრივი ზრდა. რატომ ვამბობ, ვაიძულეთ? იმიტომ, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მთავრობისგან გვესმოდა, რომ პენსიის ზრდა არის პოპულიზმი და ამის რესურსი არ არსებობს. იმიტომ, რომ ბიუჯეტი უკვე ორჯერ იყო შემოტანილი პარლამენტში და არცერთ პროექტში არ იყო არცერთი თეთრი პენსიების ზრდისთვის. 20 ლარით რომ იზრდება, პენსიები ნიშნავს იმას, რომ ჩვენმა აქტივობამ გამოიღო შედეგი“, – თქვა დავით ბაქარაძემ.

მანვე აღნიშნა, რომ ნაციონალური მოძრაობის კამპანია პენსიების ზრდის შესახებ არ შეჩერდება, რადგან წინ არის უმძიმესი ზამთარი და არავინ იცის როგორ მოიმატებს ფასები მედიკამენტებსა და პროდუქტებზე, ან როგორ შეიცვლება ლარის კურსი დოლართან მიმართებაში.

banner
წინა სტატიაშითურქმა სამართალდამცველებმა ჟურნალისტები დააკავეს
შემდეგი სტატია„ყველა დაპირება არის ტყუილი. მთავარია, ეკონომიკური ზრდა, რაც არ შეიმჩნევა“