15.8 C
Tbilisi
შაბათი, ოქტომბერი 17, 2026
banner

“ჩვენი უსაფრთხოება სასწორზე დევს უკრაინაში”- ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებით, ევროპელებისა და საფრანგეთის მიმართ რუსეთის ჰიბრიდული საფრთხე გაძლიერდა. ამის შესახებ მაკრონმა პარტიების ლიდერებთან და საპრეზიდენტო კანდიდატებთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“შეკავების მთელი არსი იმაში მდგომარეობს, რომ არ ვაჩვენოთ, რას გავაკეთებთ. თუმცა, ეს უპასუხოდ არ დარჩება. და მე ვფიქრობ, რომ რუსეთის მხრიდან შეცდომა იქნებოდა ევროპელების მიმართ ამ გზით მოქმედების გაგრძელება… ამის მიზანი ჩვენი დაშინება და უკრაინელების მხარდაჭერის მცდელობებისთვის ძირის გამოთხრაა. შედეგი საპირისპირო იქნება. ჩვენ არ ვართ დაშინებულები, რადგან ვიცით, რომ ჩვენი დღევანდელი და ხვალინდელი უსაფრთხოება სასწორზე დევს უკრაინაში,” – განაცხადა მაკრონმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ბოლო კვირებში “ევროპელებისა და საფრანგეთის მიმართ რუსული ჰიბრიდული საფრთხე გაძლიერდა” და მან მთავრობას სთხოვა მოამზადოს გეგმა “ჩვენი კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად რუსული ჰიბრიდული თავდასხმებისგან”.

banner
წინა სტატიაშიშარაშიძე: ჩვენი აკრძალვის ინიციატივა, დიდი ალბათობით, ანექსიის პროცესზე ჩვენს აქტიურობას უკავშირდება
შემდეგი სტატიარუსეთში ბენზინის მწვავე დეფიციტია