“ჩვენი უარის შემდეგ თანაშემწე უკან დაბრუნების თხოვნით გამოგვედევნა ქუჩაში” – მოკლული მასწავლებლის დედა პროკურატურაში დაიბარეს

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა პროკურატურაში დაიბარეს. როგორც ეკა კუპატაძე სოციალურ ქსელში წერს, მივიდნენ, თუმცა ტელეფონების დატოვებაზე უარი თქვეს, რის გამოც შეხვედრა ჩაიშალა.

“დღეს, მე და ჩემი ძმები დაგვიბარა თბილისის მთავარმა პროკურორმა! მივედით.
ნდობა არ გამოვუცხადეთ, არ დავტოვეთ ტელეფონები და ვუთხარით, რომ გამორთულს დავდებდით მაგიდაზე. მივიღეთ უარი, შეხვედრაზე ვთქვით უარი.
ჩვენი უარის შემდეგ თანაშემწე უკან დაბრუნების თხოვნით გამოგვედევნა ქუჩაში”, – წერს კუპატაძე.

მოკლული მასწავლებლის დედა პროკურატურის წინ აქციის გამართვას დღეს გეგავს. 16:00 საათზე პროკურატურის წინ ის საკუთარ ადვოკატებთან ერთად მივა და სამათლიან გამოძიებას მოითხოვს.

შეგახსენებთ, ახალგაზრდა მასწავლებელი, გიგა ავალიანი, რომელსაც 1 ოქტომბერს სახლთან ჩაუსაფრდნენ და სცემეს, 25 ოქტომბერს კლინიკაში გარდაიცვალა. 26 წლის გიგა ავალიანს თავის არეში უმძიმესი დაზიანებები მიაყენეს, მას ორი ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

banner
წინა სტატიაშიკიდევ ერთი ექსპერიმენტი გელათში – მონასტერში გათბობის სისტემის მონტაჟი დაიწყეს
შემდეგი სტატიაიმერეთის პოლიციამ ნარკორეალიზატორი დააკავა – ამოღებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკი