“ჩვენი წმინდა ეკლესია კვლავ ზეწოლის ქვეშაა” – გარეგინ მეორე

ჩვენი წმინდა ეკლესია კვლავ ზეწოლის ქვეშაა, ეს სიტუაცია სერიოზული დარტყმაა ჩვენი ერის, ჩვენი სახელმწიფოს რეპუტაციისთვის, – ამის შესახებ სომხეთის კათოლიკოსმა, გარეგინ II-მ განაცხადა.

სომხეთის ეკლესიის ხელმძღვანელის თქმით, უკანონო ქმედებების მიუხედავად, სომხეთის წმინდა ეკლესია, თავისი ღვთისმოსავი ხალხით, ძლიერი და ურყევია და ერთგულია თავისი ღვთაებრივი მოწოდებისა და მისიის.

„ჩვენი სამოციქულო ეკლესია ისტორიის განმავლობაში მრავალრიცხოვანი თავდასხმების სამიზნე გახდა, საშინელი ტანჯვა განიცადა, მაგრამ არასდროს გამხდარა სასოწარკვეთის ტყვე, რადგან მას ესმოდა, რომ ჭეშმარიტი თავისუფლება და ხსნა ქრისტესადმი მორჩილებაშია“, – აღნიშნა გარეგინ II-მ.

banner
წინა სტატიაში“ქართველმა ხალხმა უნდა შექმნას ქუჩაში ის წნეხი, რაც რეჟიმს გამოფიტავს” – თამარ ჩერგოლეიშვილი
შემდეგი სტატიასახალხო დამცველის აპარატმა ანი ნადარეიშვილის განცხადების შესწავლა დაიწყო