ჩვენი წალეკვა რომ უნდათ, ეს გავიგეთ, მაგრამ ახლა რასაც მოგვიწოდებს ევროკომისია, ამის საწინააღმდეგოდ მაინც ნუ ივლიან – მდინარაძე

ევროპული დინების საწინააღმდეგოდ მაინც ნუ ივლიან – ჩვენი წალეკვა რომ უნდათ, ეს გავიგეთ, მაგრამ ახლა რასაც მოგვიწოდებს ევროკომისია, ამის საწინააღმდეგოდ მაინც ნუ ივლიან,- ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლება პასუხისმგებელია ყველა პუნქტის შესრულებაზე, თუმცა, დეპოლარიზაციაზე პასუხისმგებლობა ოპოზიციამაც უნდა აიღოს.

“დინების საწინააღმდეგოდ სიარულს, თან ევროპული დინება დავარქვათ ამას, ევროპული დინების საწინააღმდეგოდ მაინც ნუ ივლიან. ჩვენს საწინააღმდეგოდ, სუბიექტური ინტერესები აქვთ, ჩვენი წასვლა უნდათ, წალეკვა უნდათ, ეს გავიგეთ, მაგრამ ახლა რასაც მოგვიწოდებს ევროკომისია, ამის საწინააღმდეგოდ მაინც ნუ ივლიან. ერთადერთი პუნქტია მათზე დამოკიდებული, ჩვენ ვპირდებით ყველა სხვა პუნქტს შევასრულებთ, ერთი პუნქტია მათზე დამოკიდებული და ამაში შეგვიწყონ ხელი. ამაზე მარტივი გადაწყვეტა ამის არ შეიძლება იყოს,”- განაცხადა მდინარაძემ.

მდინარაძე ასევე გამოეხმაურა დღეს დაგეგმილ აქციას და აღნიშნა, რომ 3 მილიონი ადამიანი მხარს უჭერს ევროპულ კურსს, “რაც ახალი ამბავი არ არის, თუმცა, წინა აქციაზე მისულ ადამიანებს ბოლოს გადატრიალების გეგმა გააცნეს”.

“როცა ისინი ამბობდნენ, რომ საქართველო არ მიიღებს კანდიდატის სტატუსს და მიიღებს უკრაინა და მოლდოვა, მაშინვე აანონსებდნენ ისინი ამ გეგმას და ცდილობდნენ ამის მიხედვით ნარატივის დალაგებას, რაც დღეს გამოაშკარავდა, მაგრამ ეს უშედეგო და უპერსპექტივოა, ამ ქვეყანას ჰყავს მყარი ხელისუფლება, მყარი საზოგადოება, რომელსაც მარტივად ვერ მოატყუებ და ასეთი გეგმები არის უპერსპექტივო, ამიტომ ხალხის მოტყუებას თავი დაანებონ“, – განაცხადა მდინარაძემ.

banner
წინა სტატიაშითქვენ იცით რომელიმე სახელი და გვარი, რომელიც უნდა დასჯილიყო და არ დაისაჯა? -კობახიძე 5 ივლისის მოძალადეებზე
შემდეგი სტატიაყალბი კამპანია წარმოებდა იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს, კანდიდატის სტატუსს უკავშირდება რაიმე ფინანსურ- მატერიალური პრივილეგიები… ტყუილი, ტყუილი – კობახიძე