,,ჩვენი სურვილია, ვიზალიბერალიზაციის საკითხზე პოზიტიური გადაწყვეტილება მოამზადონ”

მიხეილ ჯანელიძე

საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე იმედოვნებს, რომ ევროკავშირის მუდმივი წარმომადგენლები ვიზალიბერალიზაციის საკითხზე პოზიტიურ გადაწყვეტილებას მოამზადებენ.

მიხეილ ჯანელიძის თქმით, საბჭოს სხდომა ივნისის დასაწყისში გაიმართება.

“გუშინ არ გადადებულა განხილვა, მოხდა ისე როგორც დაგეგმილი იყო. ეს იყო მუდმივი წარმომდაგენლების დონეზე პირველი მოსმენა, სადაც იმსჯელეს საქართველოს საკითხზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ესაა წინაპირობა, მუდმივი წარმომადგენლები ამზადებენ გადაწყვეტილებას საბჭოსთვის და საბჭოს სხდომა დაგედგმილია ივნისის დასაწყისში. ჩვენი მიზანი და სურვილია, რომ მუდმივმა წარმომადგენლებმა განხილვების დროს საკითხი პოზიტიური გადაწყვეტილებისთვის მოამზადონ”, – განაცხადა ჯანელიძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, ბრიუსელში საკითხის განხილვა გადაიდო.

banner
წინა სტატიაშილატვიაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა
შემდეგი სტატიააფეთქების საფრთხე – ლოს ანჯელესის აეროპორტში თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა