“ჩვენი საარჩევნო პროგრამის მთავარი მიზანი იქნება სასამართლოს შემადგენლობა სრულად იქნეს გახვეტილი”

შალვა ნათელაშვილი ბიძინა ივანიშვილს საკუთარი ჯიბიდან ერთი მილიარდი ლარის დახარჯვას ურჩევს

სემეკის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც საქართველოში ელექტროენერგიის ტარიფი გაიზარდა ლეიბორისტული პარტია სასამართლოში ასაჩივრებს. შალვა ნათელაშვილის განცხადებით დღეს საქალაქო სასამართლოში ამ საკითხზე პირველი სხდომა გაიმართება.

“მილიონერთა მთავრობამ გაღატაკებული ქვეყნის ბიუჯეტის შესავსებად ვერ გახსნა ვერც ქარხანა, ვერც ფაბრიკა და ვერც ეკონომიკა აამუშავა. შეგვიყვანა სიღატაკეში. გამოსავალი მონახა იმით, რომ დიდი ზამთრის წინ გაუბედურებულ მოსახლეობას გაუათმაგა ელექტროენერგიის გადასახადი.  2002 წლის 30 დეკემბერს ლეიბორისტული პარტიის სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლომ უმკაცრესი ვერდიქტი გამოიტანა და აკრძალა ელექტროენერგიის ტარიფის ზრდა მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გათვალისწინების გარეშე. ეს გადაწყვეტილება კანონზე ზემდგომი ხასიათისაა. ყველა ნორმატიული აქტი რომელიც საკონსტიტუციო ორგანოს ნორმებს ეწინააღმდეგება ბათილად უნდა იყოს ცნობილი.

იწყება ისტორიული პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში. მეოთხე ხელისუფლება, სასამართლო იმედი გვაქვს იხელმძღვანელებს არა მილიონერი ივანიშვილის, მილიონერი კალაძის, არამედ იხელმძღვანელებს გაჭირვებული ხალხის ინტერესებით და ბოლოს მოუღებს ამ უკანონობას.

თუ ქიბარ ხალვაშის სარჩელის განხილვა შეიძლებოდა უმოკლეს ვადებში რათა დაებრუნებინა რუსთავი 2,თანაც უკანონოდ. რატომ არ შეიძლებოდა ჩვენი სარჩელის განხილვა დასრულებულიყო. რატომ? ხალვაშს ის 3-4 მილიონი
ქართველი რაც დავრჩით არ ვართ უფრო მნიშვნელოვნი არ ვჯობივართ?

ვაფხრთხილებ სასამართლოს მთელი შემადგენლობას, 11 თვეში იქნება საპარლამენტო არჩევნები და ჩვენი პროგრამის მთავარი მიზანი იქნება სასამართლოს შემადგენლობა სრულიად იქნეს გახვეტილი. ჩვენ სისტემატიურად საზოგადოებას პროცესის მიმდინარეობაზე ინფორმაციას მივაწვდით,”- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

 

banner
წინა სტატიაში“სასიხარულოა, რომ 2015 წლის იანვარ-სექტემბერში ორმხრივი სავაჭრო ბრუნვა 54 მილიონ დოლარამდე გაიზარდა”
შემდეგი სტატიასაქართველოს პრეზიდენტი ისრაელის ქნესეთის თავმჯდომარეს შეხვდა