ჩვენი ქვეყანა სწორ და თანმიმდევრულ ნაბიჯებს დგამს ევროპულ ოჯახში დასაბრუნებლად, რაც აუცილებლად საბოლოო მიზნის მიღწევით დასრულდება – ბერაძე

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, რიმა ბერაძემ ქვეყნის ევროპული წინსვლისთვის მთავრობის მიერ გატარებული საგარეო პოლიტიკა და მაღალი დონის გამართული შეხვედრები ნაყოფიერად შეაფასა.

„საანგარიშო წელი საგარეო პოლიტიკური მიმართულებით ჩვენი ქვეყნისთვის ევროპული წინსვლის მიმართულებით, ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. წლის განმავლობაში, თქვენ მიერ გამართული მაღალი დონის შეხვედრები შარლ მიშელთან, ჟოზეფ ბორელთან, ევროპარლამენტის პრეზიდენტთან, ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო მდივან ლოიდ ოსტინთან, საკმაოდ ნაყოფიერი იყო და ამაზე მათ მიერ გაკეთებული განცხადებებიც მეტყველებდა. მაგრამ, მნიშვნელოვანია რა თქმა უნდა, ჩვენ მიერ, ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთება და მათგან ევროპული პერსპექტივის მიღება – მაგრამ მანამდე, ასევე მნიშვნელოვანი იყო აპრილში, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მიერ ჩვენი ქვეყნის მხარდამჭერი აქტის მიღება. ჩვენი ქვეყანა სწორ და თანმიმდევრულ ნაბიჯებს დგამს ევროპულ ოჯახში დასაბრუნებლად, რაც აუცილებლად საბოლოო მიზნის მიღწევით დასრულდება. ვთვლი, რომ საზოგადოებისთვის ნათელია ჩვენი ევროპული კურსი და სწრაფვა ევროკავშირში გაწევრიანებისკენ“, – განაცხადა რიმა ბერაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური ანგარიში განიხილება.

banner
წინა სტატიაშიკიევში რომ ჩასულიყავით, არახამიას დალაპარაკებოდით, გუნდის წევრებს 308 ევროპარლამენტართან გქონოდათ შეხვედრა, ეს ევროინტეგრაციის პროცესს დაეხმარებოდა? – რაქვიაშვილი
შემდეგი სტატიაბატონო პრემიერო, ღირსეულად იქცევით, როდესაც პუტინზე არ აკეთებთ განცხადებებს – ქადაგიშვილი