“ჩვენი ქვეყანა რუსული აგრესიის მსხვერპლია” – ციხელაშვილი არჩევნების შემდეგ საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე პირველ კომენტარს აკეთებს

საპრეზიდენტო არჩევნების დასრულების შემდეგ საქართველო-რუსეთის ურთიერთობების საკითხზე პირველი კომენტარი გააკეთა სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა.

მისი განცხადებით, ქვეყნებს შორის ურთიერთობების ნორმალიზება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ხარჯზე არ მოხდება.

„რუსეთის ფედერაციასთან დაკავშირებით გვაქვს ერთი პოზიცია – არსებული კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემით. ეს არის ფორმულა, რომელიც საშუალებას მოგვცემს რუსეთთან ურთიერთობების სრული ნორმალიზებისა და მოწესრიგებისთვის. ჩვენი ქვეყანა დღეს არის ოკუპირებული და აგრესიის მსხვერპლი,“ – აცხადებს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილი.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია 16 დეკემბერს შედგება
შემდეგი სტატიაოპოზიციის პროტესტი მმართველი გუნდისთვის გაუგებარია