ჩვენი ქვეყანა ძალიან ჰგავს ორკესტრს, სადაც ყველა ინსტრუმენტი ცალ-ცალკე უკრავს

ჩვენი ქვეყანა ძალიან ჰგავს იმ ორკესტრს სადაც ყველა ინსტრუმენტი ცალ-ცალკე უკრავს და არ არის ერთი ჰარმონია..კომპონენტები ერთმანეთისგან მოწყვეტილია და ორკესტრი აშკარად არეულად უკრავს – ეს განცხადება ცოტა ხნის წინ ”პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთმა ლიდერმა ინმა ინაშვილმა პარლამენტში გააკეთა, სადაც ამ წუთებში საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა მიმდინარეობს

მისივე განმარტებით, ყველა სამინისტროს აქვს ვიწრო პროგრამა და ვიწრო კონცეფცია და ისინი ერთმანეთთან არიან კავშირში.

”მეჩვენება, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა ძალიან ჰგავს იმ ორკესტრს სადაც ყველა ინსტრუმენტი ცალ-ცალკე უკრავს და არ არის ერთი ჰარმონია. მე მეჩვენება და მრჩება განცდა, რომ არ არის ქვეყნის სახელმწიფოებრივ-ეკონომიკური განვითარების ერთი კონკრეტული სტატეგია, რომელსაც მიჰყვება ყველა სამინისტრო. მე მეჩვენება, რომ ყველა სამინისტროს აქვს ვიწრო პროგრამა და ვიწრო კონცეფცია და ისინი ერთმანეთთან არ არიან კავშირში..ერთ სტრატეგიას ვერ ვხედავ , შეიძლება თქვენ ხედავთ ამ სტრატეგიას, იმიტომ რომ მთავრობის წევრი ხართ მაგრამ მე მრჩება განცდა, რომ ეს კომპონენტები ერთმანეთისგან მოწყვეტილია და ორკესტრი აშკარად არეულად უკრავს. ის ორკესტრი რომელსაც სახელმწიფო ჰქვია დღეს”, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი – ანგელა მერკელთან შეხვედრამ ძალიან კარგად ჩაიარა
შემდეგი სტატია,,სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებული კანონპროექტის კენჭისყრა ირაკლი კობახიძის „თხოვნით თუ მოთხოვნით“ არის გაჩერებული”