ჩვენი პრობლემა ის არის, რომ რუსეთის იზოლირების პარალელურად არ გვყავს მთავრობა, რომელიც სწორად ისარგებლებს ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის – ბოკერია

ჩვენი პრობლემა ის არის, რომ რუსეთის იზოლირების პარალელურად არ გვყავს მთავრობა, რომელიც სწორად ისარგებლებს ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რითაც შვეიცარიის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გაცემული პასპორტის მქონე მოქალაქეები შენგენის ვიზით ვეღარ ისარგებლებენ.

როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, ეს ლოგიკური და შეიძლება ითქვას, რომ დაგვიანებული გადაწყვეტილებაცაა.

მისი თქმით, შვეიცარია ამ გადაწყვეტილებით ევროკავშირის ქვეყნებს შეუერთდა.

„ზოგადად ეს თავისუფალი სამყაროს დაგვიანებული, თუმცა სწორი რეაქციის ნაწილია ბოროტების იმპერიის, რუსეთის მიმართ. ის უნდა იზოლირდეს მანამ, სანამ ის თავისუფალი სამყაროსთვისა და მისი მეზობლებისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

ჩვენი პრობლემა ის არის, რომ ამ პროცესში არ გვყავს მთავრობა, რომელიც სწორად ისარგებლებს ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის, რათა საქართველო იყოს დაცული, გამთლიანებული, ნატოს წევრი და ევროკავშირთან დაახლოებული ქვეყანა“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაშიორი დაიღუპა, 22 დაშავდა – ავარია ოკუპირებულ გაგრაში
შემდეგი სტატიარუსლან აბაშიძემ იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრად გიორგი გაბედავა დანიშნა