ჩვენი პრიორიტეტია, აგვისტოს ომის საქმეზე ვაჩვენოთ, რომ ჩატარდა ეთნიკური წმენდა – წულუკიანი

ჩვენი პრიორიტეტია, აგვისტოს ომის საქმეზე ვაჩვენოთ, რომ ჩატარდა ეთნიკური წმენდა- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა ხუთი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა:
„ჩვენი პრიორიტეტები იყო და იქნება მომავალში ის, რაც აძლიერებს სახელმწიფოს საერთაშორისო ასპარეზზე თუ ქვეყნის შიგნით. ეს არის ახალი კანონები, განვითარება, ინსტიტუციური დემოკრატიის კანონებით მშენებლობები, ინფრასტრუქტურული, იმისთვის, რომ სახელმწიფო იყოს ხალხთან ახლოს, მათ შორის, სოფლად, და სოფლად გაიცეს სერვისები, ეს მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის, ხანდაზმულებისთვის; და საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი ინტერესების დაცვა, მათ შორის, სახელმწიფოთა შორის დავებზე სტრასბურგში რუსეთის წინააღმდეგ ჰააგის გამოძიება, რომ ჩვენ აგვისტოს ომის საქმეზე ვაჩვენოთ, რომ ჩატარდა ეთნიკური წმენდა და ჩვენ წინააღმდეგ ჩადენილ იქნა სხვა დანაშაულები; და, ასევე, მრავალი სხვა ის რეფორმა, რაც შეიძლება ჩაითვალოს, რომ არის მეორე პლანზე, მაგრამ სინამდვილეში მოქალაქისთვის პირველ პლანზეა – იქნება ეს ნოტარიატი, სასამართლო გადაწყვეტილებების სწრაფი აღსრულება და მრავალი სხვა, თუნდაც, ყოფილი პატიმრებისთვის გრანტების პროგრამების გაგრძელება, რათა მათ შეძლონ, ფეხზე დადგნენ ფინანსურად და საკუთარი ოჯახი არჩინონ“, − განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაშიელენე ხოშტარია სოზარ სუბარს – როდესაც დაგიძახებთ პარლამენტში, კეთილი უნდა ინებოთ და მობრძანდეთ
შემდეგი სტატიავინ გაათავისუფლა ჩატაევი?-,,წინასწარ გაფრთხილებთ კბილაშვილის გვარი არ ახსენოთ!…” – ბოკერია წულუკიანს