ჩვენი პოზიცია არის უცვლელი და ჩვენ არ ვაპირებთ ამ პარლამენტში შესვლას, არ ვაპირებთ გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაციას – ბაქრაძე

ევროპული საქართველოს ლიდერის, დავით ბაქრაძის თქმით, იმ პირობებში, როდესაც ქართული ოცნება არ მიდის დათმობაზე ოპოზიციისთვის მთავარ საკითხებზე, რიგგარეშე არჩევნებსა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე, ამ პირობებში, საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებები არანაირად არ იქნება საკმარისი იმისთვის, რომ ევროპულმა საქართველომ შეიცვალოს პოზიცია და შევიდეს პარლამენტში.
ბაქრაძემ იმედოვნა, რომ ყველა ოპოზიციური პარტია შეინარჩუნებს იმ პოზიციას, რაც მათი მხრიდან არაერთხელ იქნა საჯაროდ გაცხადებული პარლამენტში არშესვლასთან დაკავშირებით.
ბაქრაძემ აღნიშნა, რომ როდესაც არ ინიშნება ხელახალი არჩევნები, არჩევნების ლეგიტიმაცია და პარლამენტში დეკორაციის ფუნქციის შესრულება მკაფიოდ ქართული ოცნების თამაშია.
„იმ პირობებში, როდესაც ქართული ოცნება გუშინაც კი რაუნდის შემდეგ მკაფიოდ ამბობდა, რომ ისინი არ მოდიან ჩვენთვის მთავარ საკითხებზე, ეს ეხება რიგგარეშე არჩევნებს და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, რათქმაუნდა, ასეთ პირობებში, მხოლოდ საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებები არანაირად არ იქნება და ვერ იქნება საკმარისი იმისთვის, რომ ევროპულმა საქართველომ შეიცვალოს პოზიცია.
ამიტომ, ჩვენი პოზიცია არის უცვლელი და ჩვენ არ ვაპირებთ ამ პარლამენტში შესვლას, არ ვაპირებთ გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაციას, რაც შეეხება სხვა ოპოზიციურ პარტიებს, მიგვაჩანია და იმედი გვაქვს, რომ ყველა ოპოზიციური პარტია ბოლომდე შეინარჩუნებს იმ პოზიციას, რაც მათი მხრიდან არაერთხელ იქნა საჯაროდ გაცხადებული საჯაროდ პარლამენტში არშესვლასთან დაკაშირებით, რადგან ყველამ კარგად უნდა გავიაზროთ, იმ პირობებში, როდესაც არ ინიშნება ხელახალი არჩევნები, დღეს მოქმედი გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაცია და ამ პარლამენტში დეკორაციის ფუნქციის შესრულება არის მკაფიოდ ქართული ოცნების თამაში.
ამიტომ, დიდი იმედი მაქვს, რომ დანარჩენ პარტიებშიც შენარჩუნდება ის ერთიანობა, რაც იყო დღემდე და ოპოზიციური სპექტრი იქნება სრულიად ერთიანი ამ კრიზისიდან გამოსავლის მოძებნაში. კრიზისიდან გამოსავალი არის ახალ არჩევნებში, პოლიტიკური დევნის შეწყვეტაში, საარჩევნო პაკეტის გაუმჯობესებაში და ამ სამივე ელემენტის გარეშე რაიმე სერიოზულ დათმობაზე წასვლა ოპოზიციის მხრიდან მხოლოდ გააძლიერებს ქართულ ოცნებას.“ – განაცხადა ბაქრაძემ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გუგავა: კრიზისი, რაც შექმნა ხელისუფლებამ გაყალბებული არჩევნებით, შესაძლებელია, გადაწყდეს ხელახალი არჩევნებით
შემდეგი სტატიაირაკლი ოქრუაშვილი: თურმე ციხეში იმისთვის ვიჯექით, რომ ესენი ბიძინას კალთაში თბილად ჩამჯდარიყვნენ