15.5 C
Tbilisi
ორშაბათი, ივნისი 15, 2026
banner

“ჩვენი პოლიცია სიკვდილის ესკადრონებს ემსგავსება” — ვატო სურგულაძე

კოალიცია „ძლიერი საქართველო-ლელოს“ წევრი ვატო სურგულაძე გორში იმყოფება, სადაც სამართალდამცავების მხრიდან მოქალაქეების სასტიკი ცემის ფაქტს აპროტესტებს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის განცხადებით, ქვეყანაში პოლიციური ძალადობა სისტემურ ხასიათს ატარებს და პროცესებს პირდაპირ თბილისიდან მართავენ.

სურგულაძემ შსს-ს მაღალჩინოსნებს გადადგომისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ პოლიციელები ზემდგომებისგან მწვანე შუქს გრძნობენ:

„იმ ხელმძღვანელობამ, ვინც ზის არა მარტო აქ, არამედ თბილისშიც, მისცა უფლება — როგორც გინდათ, ისე მოიქეცითო. სწრაფად-სწრაფად ჩვენი პოლიცია სიკვდილის ესკადრონებს ემსგავსება. თავმოყვარეობა რომ ჰქონდეს გინდაც გორის პოლიციის და გინდაც რესპუბლიკის ხელმძღვანელობას, გადადგომაზე განცხადება უკვე დაწერილი უნდა ჰქონდეთ. თუმცა ამას არ გააკეთებენ, რადგან მაგათი ნებართვითაა ეს ყველაფერი“, — განაცხადა ტვ პირველის ინფორმაციით სურგულაძემ.

გორში საპროტესტო აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ინტერნეტში გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, როგორ უსწორდება უმოწყალოდ ორ მოქალაქეს პოლიციელთა ჯგუფი. ადგილობრივების თქმით, ძალადობას „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ღიად ახალისებს.

banner
წინა სტატიაში“ნიკა გვარამიას შეურაცხყოფისთვის იუზერი დავბლოკე” — მიხეილ სააკაშვილის განცხადება
შემდეგი სტატია“უსაფრთხოების განცდას ვერ შექმნის სისტემა, სადაც, მოძალადე სამართალდამცველია, ძალადობის მსხვერპლი კი მოქალაქე” – ბერდია კალანდია