ჩვენი პირველი სიხარულო და პირველოგანუზომელო ტკივილო!!-ნიკო კვარაცხელიას დედის ემოციური წერილი

“წმინდა ნიკოლოზ, გევედრები, მიეცი გონი განმსჯელებს”… – ამის შესახებ პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებლის, ნიკო კვარაცხელიას დედის ემოციურ წერილშია საუბარი, რომელიც Feedc-ის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ეს შარშან იყო… წავედით, ერთად ტაძარში, ვევედრეთ… ვესაუბრეთ წმინდა ნიკოლოზს, მაგრამ მსგავსი არაფერი გვითხოვია, ვის შეეძლო წარმოედგინა, რომ მსგავსი ბოროტება არსებობდა.

ნიკოლოზობას გილოცავთ ნიკო, ნიკოლოზ, ჩვენი პირველი სიხარულო და პირველოგანუზომელო ტკივილო!!! წმინდა ნიკოლოზი გფარავდეს ზეცაშიც , ჩემო ზეციურო ანგელოზო, მას შევთხოვთ იქაც შენს მფარველობას. წმინდა ნიკოლოზს შევთხოვ რომ “ გონი მიეცი განმსჯელებს, სინანული მკვლელებს და მის მშობლებს, მკვლელობის დამკვეთებს და ხელშემწყობებს…

უზომოდ გვენატრები და გაუსაძლისია უშენოთ ყოველი დღე…

ნიკო შენი და ჩვენი ოჯახის სახელით ყველას ვულოცავ ნიკოლოზობას, მისი მადლი და წყალობა არ მოგკლებოდეთ… შეგეწიოთ და გიწინამძღვროთ წმინდა ნიკოლოზმა, მე კი მინდა მადლიერება გამოვხატო, ჩვენი მეგობრების, სრულიად უცნობი ადამიანების წინაშე, ვინც თავის წილ სიყვარულს გიგზავნის ყოველდღიურად, (ლექსად, საჩუქრად, ჩანახატად.)

P.S. მინდა პატიება გთხოვოთ, ჩემი ემოციების გამოხატვის გამო, ასე საჯაროდ სოციალურ სივრცეში, მაგრამ გპირდებით კანონის აღსრულების შემდეგ მხოლოდ, ნიკოს სახელით გაკეთებულ კეთილ საქმეებზე მოგიყვებით, – წერს ნიკოს დედა.

ცნობისთვის, პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელი, 22 წლის ნიკა კვარაცხელია თბილისში, 15 სექტემბერს ჩაცხრილეს. მიყენებული ჭრილობების შედეგად, ახალგაზრდა 16 სექტემბერს, გამთენიას კლინიკაში გარდაიცვალა.

banner
წინა სტატიაშიჯიშკარიანი: ფსიქოლოგიური მიმართულებით შესარჩევია ალტერნატიული დაწესებულება, სადაც სააკაშვილს ეფექტურ მკურნალობას გაუწევენ
შემდეგი სტატიაპროკურატურამ ევროკავშირის ტერიტორიაზე მოქმედი უმსხვილესი საწარმოების მიმართ ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი გამოავლინა