ჩვენი პარტია ოცნების არალეგიტიმურ პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მისცემს, წერტილი – ასე პასუხობს პარტია გახარია – საქართველოსთვის ლიდერი გიორგი გახარია ჟურნალისტის კითხვას, შევა თუ არა მისი პარტია პარლამენტში.
“ივანიშვილს ბოლო შანსი ჰქონდა გადაერჩინა ქვეყნის ევროპული მომავალი და სამართლიანობის განცდა ამ ქვეყანაში. ჩემდა სამწუხაროდ, ეს ბოლო შანსიც არ გამოიყენეს და ეს ბოლო შანსი უნდა ყოფილიყო სამართლიანი არჩევნების ჩატარება…ძალაუფლების შენარჩუნება და საკუთარი მილიარდების გადარჩენა ამჯობინა. სიხარბე, როგორც ხშირად ხდება, სიხარბემ მიგვიყვანა იმ მძიმე კრიზისულ მდგომარეობამდე, რომელშიც ახლა ვიმყოფებით. ივანიშვილმა თავისი თაღლითური სქემებით და ადამიანების ნების მოპარვით, იმდენად ჩიხში შეიყვანა თავისი და ქვეყნის მომავალიც, რომ მერწმუნეთ, არავითარი კომპრომისის რესურსი მე პირადად და ჩემს გუნდს, არ დაგვიტოვა…შესაბამისად ქვეყანაში სამართლიანობის განცდის და ქვეყნის ევროპული მომავლის გადასარჩენად, ჩვენ ვიქნებით უკომპრომისოები… ჩვენ პარტია იმ არალეგიტიმურ პარლამენტს, ლეგიტიმაციის საშუალებას არ მისცემს. აქ ვსვამ წერტილს” განაცხადა გახარიამ.
გიორგი გახარიას გუნდი უერთდება დღეს საღამოს, პარლამენტთან დაანონსებულ აქციას. ამ მონაცემებით, პარლამენტში არ შედის არც ერთი ოპოზიციური გაერთიანება.