“ჩვენი ოპოზიცია სულ უფრო მეტად ემსგავსება სარეკლამო რგოლს „წუნია კაცთან“ დაკავშირებით”

ჩვენი ოპოზიცია დღითიდღე სულ უფრო მეტად ემსგავსება სარეკლამო რგოლს „წუნია კაცთან“ დაკავშირებით, რომლიც არასდროს არაფრით კმაყოფილი არ არის, რომელსაც არავითარი უნარი არ შესწევს, რომ რეალურად დააფასოს ის მიღწევები, რომელიც სახელმწიფოს აქვს და საგნობრივად იკამათოს ისეთ თემებთან დაკავშირებით, რომელიც მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენი ქვეყნის მოქალაქისთვის, – განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტის რიგგარეშე სესიის სხდომაზე სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური მოხსენების მოსმენის შემდეგ.

„უიშვიათესი რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ჩვენ არ მოგვისმენია ოპოზიციის მხრიდან რაიმე საგნობრივი, რაიმე საქმიანი განცხადება ანგარიშთან დაკავშირებით, რაიმე, რაც შესთავაზებდა მოსახლეობას თუნდა იოტისოდენა განსხვავებულს, რომელიც იქნებოდა უკეთესი. ასეთ დისკუსიას ვფიქრობ, რომ მაინცდამაინც დიდი პერსპექტივა და გასაქანი საქართველოში არ უნდა ჰქონდეს. ალბათ, მეტი მოლოდინი არც უნდა გვქონოდა ოპოზიციის იმ ნაწილისგან, დღემდე ჯიუტად ცდილობს, რომ შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერას თავი აარიდოს, რამენაირად შეეწინააღმდეგოს ასეთი ტიპის დოკუმენტების განხორცილებას და შესაბამისად, შეინარჩუნოს საკუთარი გადმოსახედიდან და სტანდარტებიდან, ყველაზე მაღალი ტრიბუნა, რომელიც მისთვის შეიძლება შესატყვისი იყოს და ეს არის კარავი, რომელსაც რუსთაველის გამზირზე ვხედავთ“, – განაცხადა სარჯველაძემ.

banner
წინა სტატიაშიწილოსანი ოპოზიციას: კრიტიკის ნაცვლად, კარგი იქნება, ქვეყნის მართვაში თუ ჩაერთვებით
შემდეგი სტატიაკახა კუჭავა ნაციონალურ მოძრაობას: სირცხვილია, საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში, სადაც დამოუკიდებლობის აქტს მოეწერა ხელი, თქვენ რუსეთის ჰიმნს აჟღერებთ