“ჩვენი ოპოზიცია მთლიანად ჩამოკიდებულია მიხეილ სააკაშვილზე, რაც მათი პოლიტიკური ლუსტრაციაა”

პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, ოპოზიცია მთლიანად ჩამოკიდებულია მიხეილ სააკაშვილზე, რაც მათი პოლიტიკური ლუსტრაციაა.

ირაკლი სესიაშვილი ცოტნე გამსახურდიას დაჭრის თაობაზე ოპოზიციის წარმომადგენელთა შეფასებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ოპოზიციას სინდის-ნამუსი არ გააჩნია.

ტრაგედიებით სპეკულირებენ და ამაში მართლაც „წარმატებულები“ არიან.

„მთავარია, ცოტნე გამსახურდია გამოჯანმრთელდეს. შემზარავი ფაქტი მოხდა და ყველა შეშფოთებული ვართ. დიდი ხანია, მიხეილ სააკაშვილს მორალი და სინდის-ნამუსი დაკარგული აქვს. ნებისმიერ დროს შეუძლია, თეთრზე შავი თქვას. ადამიანები დააპატიმროს და მოღალატეები უწოდოს, მეორე დღეს კი, ქვეყნის გმირებად გამოაცხადოს. მისთვის ძალაუფლებისთვის ბრძოლაში ყველა ხერხის გამოყენება ჩვეულებრივი ამბავია, რაც ამორალურია. ჩვენი ოპოზიცია მთლიანად ჩამოკიდებულია სააკაშვილზე, რაც მათი პოლიტიკური ლუსტრაციაა. მდაბიო ქცევაა, როცა ოპოზიციას უნდა, ტრაგედიებით პოლიტიკური ქულები დაიწეროს“, – განაცხადა სესიაშვილმა.

banner
წინა სტატიაში700 ათას ლარამდე ღირებულების მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს
შემდეგი სტატია“რაც მოხდა, იყო ძალიან დიდი შოკი და იმედგაცრუება”