ჩვენი მთავარი ამოცანაა არა მხოლოდ დამნაშავეების გამოვლენა, არამედ იმის დადგენა რა მოხდა პროკურატურაში- კაპანაძე

ჩვენი მთავარი ამოცანაა, არა მხოლოდ ნათელის მოფენა და დამნაშავეების გამოვლენა, არამედ იმის დადგენა თუ რა მოხდა პროკურატურაში, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით შექმნილი საგამოძიებო კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით განაცხადა.
„შევხვდებით ყველა ადამიანს, რომელსაც რამე კავშირი აქვს ამ საქმესთან. დაწყებული მირზა სუბელიანით და შოთაძით, ასევე კონკრეტული პირებით, ადვოკატებით და იმ პროკურორებით, რომლებიც ამ საქმეში იყვნენ ჩართული. ჩვენი მთავარი ამოცანაა არა მხოლოდ ნათელის მოფენა და დამნაშავეების გამოვლენა, არამედ იმის დადგენა თუ რა მოხდა პროკურატურაში“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ, რომელიც დროებით საპარლამენტო საგამოძიებო კომისიას უხელმძღვანელებს
კომისიას პარლამენტი დღეს დაამტკიცებს.

banner
წინა სტატიაშიზვიად დევდარიანი ომბუდსმენს ხვდება
შემდეგი სტატიასაქართველოში მომხდარმა მიწისძვრამ, სახალხო დამცველის ოფისი დააზიანა