„ჩვენი მოთხოვნა არის, რომ გატარდეს სანქციები ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ,“ – ამ განცხადებას ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი „პირველ ხაზთან“ აკეთებს.
როგორც ევროპარლამენტარი ამბობს, მას შემდეგ, რაც საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო, ივანიშვილმა ქვეყნის უფრო მეტად „მიტაცება“ გადაწყვიტა, დაბრუნდა ოფიციალურად პოლიტიკაში. აქედან გამომდინარე, კუბილიუსი თვლის, რომ დასავლეთს რეაქცია უნდა ჰქონდეს და ეს ივანიშვილის დასანქცირებაში უნდა გამოიხატოს.
მე ამას ვერ ვიწინასწარმეტყველებ, რა სანქციების პოლიტიკა იქნება გატარებული. ევროპის პარლამენტი ახლა ემზადება არჩევნებისთვის და შემდეგ ახალი კომისია იქნება დამტკიცებული. ამ წელს იქნება წელი, როდესაც არ უნდა ველოდოთ ევროპული ინსტიტუტებისგან სავარაუდოდ, ძალიან ეფექტურ ზომებს, მაგრამ რასაც ჩვენ ველით და ევროპარლამენტმა ეს მესიჯი გააჟღერა, რომ საქართველოს სჭირდება დეოლიგარქიზაცია და ჩვენი მოთხოვნა არის, რომ გატარდეს სანქციები ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ გარკვეული გზით, ეს არის ჩვენი ინსტრუმენტი რომ დავიცვათ საქართველო, რომ არ მოხდეს მსგავსი მიტაცება, უზურპაცია მმართველობის საქართველოსი. ამ მოწოდებამ არ გაამართლა, როდესაც საქართველომ მიიღო კანდიდატის სტატუსი, ბიძინა ივანიშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ კიდევ უფრო მეტად შეუძლია მიიტაცოს ხელისუფლება და ჩვენი მოთხოვნა არის, რომ გვქონდეს შესაბამისი რეაქცია, მე ვერ ვიწინასწარმეტყველებ რა სანქციები იქნება გატარებული ან განხორციელდება თუ არა, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ევროკავშირი მზად არის დახმარებისთვის ერების, სახელმწიფოების და საზოგადოებების მიმართ, რომ დაძლიონ გამოწვევები, მათ შორის სახელწმიფოს მიტაცების გამოწვევაც და ევროპარლამენტარები მსჯელობენ, ჩვენ უნდა მოვახდინოთ რეაგირება მოვლენების ამ განვითარების მიმართ, როდესაც ერთი ოლიგარქი ხდება კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანი და ძლევამოსილი,“ – ამბობს კუბილიუსი.