ჩვენი მხარდამჭერების დიდი ნაწილი არჩევნებზე არ მოვიდა… – ეკა ბესელია

უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია საპარლამენტო არჩევნებს აფასებს. მისი თქმით, მეორე ტური იმიტომ იმართება, რომ მათი ამომრჩეველი არჩევანის გასაკეთებლად საარჩევნო უბანზე არ მივიდა, რაც ძალიან სამწუხაროა.
“28 ოქტომბრის არჩევნების შედეგებმა გვიჩვენა, რომ საქართველოში არჩევნები არ ყალბდება და ჩვენთვის მთავარი კონსტიტუციური მონაპოვარი ყველაზე ღირებული და გასაფრთხილებელია. ხელისუფლებამ ყოველთვის უნდა დაიცვას მოქალაქის კონსტიტუციური უფლება და არ გააყალბოს არჩევნები. დემოკრატიულ არჩევნებთან და საარჩევნო უფლების დაცვასთან ერთად, ჩვენ მივიღეთ გზავნილი, რომ ჩვენს ამომრჩეველს, მხარდამჭერს, რომელიც არჩევნებზე არ მოვიდა, აქვს გარკვეული სამდურავი, წუხილი თუ პრეტენზია” – აღნიშნა ეკა ბესელიამ.

banner
წინა სტატიაშიმეორე ტურში დავირაზმოთ ყველანი ოპოზიციის კანდიდატის მხარდასაჭერად- თენგიზ გუნავა
შემდეგი სტატიაოპოზიციური საპრეზიდენტო კანდიდატის მართლაც შთამბეჭდავი შედეგი – გამსახურდია