„ჩვენი მიზანია მახინჯი, შემაფერხებელი ბარიკადის დემონტაჟი მოხდეს“ – ქეთევან ციხელაშვილი

საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ ხელოვნური ბარიკადების აღმართვის პროცესის განახლების საკითხზე ინფორმაცია ჟენევის თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს მიეწოდება. ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ე.წ. საზღვრის აღმართვის საკითხზე ქართული მხარისა და საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიციები თანხვედრაშია.

„კომუნიკაცია გვაქვს ჩვენი პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებთან, ელჩებთან, მათშორის მომდევნო კვირას იქნება თბილისში ჟენევის თანათავმჯდომარეების ვიზიტი, ცალსახად მიუღებელია და ჩვენი ამოცანა და მიზანი გახლავთ ის, რომ ზოგადად დემონტაჟი მოხდეს მახინჯი, შემაფერხებელი ბარიკადის. არამხოლოდ უსაფრთხოებისთვის ქმნის სერიოზულ რისკებს, არამედ მოსახლეობას, ადგილზე მცხოვრებ მოსახლეობას, განურჩევლად ეთნიკური კუთვნილებისა, უქმნის ძალიან ბევრ დაბრკოლებას“, – აცხადებს ქეთევან ციხელაშვილი.

banner
წინა სტატიაშილორა თორნტონი – NDI-ის კვლევის მიხედვით, ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების მსურველების რაოდენობა კვალავა დიდია
შემდეგი სტატია44 წლის ორი შვილის მამა – მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში დაღუპული ქართველის შესახებ წერს