,,ჩვენი მიზანია, ეკონომიკური განვითარების შედეგები თითოეული ოჯახისთვის უფრო ხელშესახები იყოს”

ჩვენ ვაშენებთ თავისუფალ საბაზრო ეკონომიკას, რომელიც დაფუძნებულია კერძო ინიციატივაზე, კერძო ბიზნესის დომინირებასა და მისი თავისუფლების პატივისცემაზე, – აღნიშნული განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა, ნათია თურნავამ პარლამენტში ოთხი საპარლამენტო კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე გააკეთა.

მისი თქმით, უპირველესად, საქართველოში ბიზნესს სტაბილური გარემო და სამართლიანი თამაშის წესები სჭირდება.

„აქედან გამომდინარე, საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა, პირველ რიგში, მიმართულია მაკროეკონომიკური სტაბილურობის განმტკიცებისკენ, ეკონომიკის სტრუქტურული გაჯანსაღებისკენ და, რა თქმა უნდა, უკვე ამის ფონზე, სიღარიბის დაძლევისკენ, რომელიც ჩვენს ერთ-ერთი მთავარ გამოწვევად რჩება.

ჩვენი მიზანია, ეკონომიკური განვითარების შედეგები უფრო მეტად ხელშესახები გავხადოთ თითოეული ოჯახისთვის,“ – განაცხადა ნათია თურნავამ.

banner
წინა სტატიაშითემქაზე მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით, დაღუპული ქალის ახლობლების დაკითხვა მიმდინარეობს
შემდეგი სტატია,,რომ არა 20-21 ივნისის მოვლენები, ჩვენი ეკონომიკური ზრდაც უფრო მაღალი და ხელშესახები იქნებოდა”