“ჩვენი მიზანი იყო სულის მოთქმის შესაძლებლობა მიგვეცა გაჭირვებაში მყოფი სოფლის მოსახლეობისთვის,”

“ჩვენი მიზანია სულის მოთქმის შესაძლებლობა მიგვეცა უკიდურეს გაჭირვებაში მყოფი სოფლის მოსახლეობისთვის,”- ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა.

პრემიერმა სოფლის მეურნეობის სფეროში წარმოებულ პროექტებზე ისაუბრა.

“ჩვენი მთავარი ამოცანა იყო უზრუნველგვეყო სასურსათო უსაფრთხოება, ამდენად სოფლის გაძლიერებას აქვს საქვეყნო მნიშვნელობა, მდიდარი სოფელი ყოველთვის იყო ქალაქის და ქვეყნის დასაყრდენი. მცირემიწიან სა?? ხელშესაწყობად ყოველწლიურად ჩვენ 800 ათასამდე ბენეფიციარს ვაფინანსებთ, ისინი იღებენ სახელმწიფო დახმარებას, რომელმაც სამ წელიწადში 300 მილიონი ლარი შეადგინა და 600 ათასზე მეტი ჰექტარი დამუშავდა,”- განაცხადა ღარიბაშვილმა

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ამოქმედდა აგროდაზღვევის პროგრამა. ფერმერებმა 180 მილიონი ლარის ღირებულების კულტურები დააზღვიეს, ამოქმედდა შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი. გასულ წელს ამოქმედდა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების პროგრამა.

“დავიწყეთ ქართული ტრადიციული დარგების მეფუტკრეობის, ჩაის, თხილის, მანდარინის წარმოების განვითარება. ჩვენ ვართ პირველი ხელისუფლება, ვინც დაიწყო ქმედითი ხელშეწყობა ამ მეურნეობების ასაღორძინებლად. დამოკიდებულება შეცვალეთ მევენახეობისადმი, ქართველისთვის ვაზი ეროვნული იდენტობის საძირკველია, სწორედ ამ მიზნით სამი წლის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით უპრეცედენტო რთელი ჩავატარეთ,”- განაცხადა ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“სახელმწიფო სტრატეგია მრავალშვილიანობის სტიმულირებისკენ მივმართეთ,”- პრემიერი
შემდეგი სტატიასერგო რატიანი: ერთადერთი გამოსავალია ის, რომ ხელისუფლება შეიცვალოს