26.3 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ივნისი 10, 2026
banner

“ჩვენი მიწიური ცხოვრება დროებითი მგზავრობაა…”- სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საგანგებო ქადაგება ამაღლების დღესასწაულზე

თბილისის ამაღლების სახელობის ტაძარში საზეიმო ლიტურგია აღესრულა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა შიო III-მ მრევლს ამაღლების დიდებული დღესასწაული მიულოცა და ქვეყნის გამთლიანებაზე ისაუბრა.

პატრიარქმა ქადაგებისას მორწმუნეებს წმინდა მამების სწავლება შეახსენა და აღნიშნა, რომ მიწიერი ყოფა მხოლოდ დროებითი ეტაპია.

„წმინდა იოანე ოქროპირი ძალიან ხშირად ამბობს, რომ ჩვენი მიწიური ცხოვრება დროებითი მგზავრობაა და ჩვენი ნამდვილი და მარადიული სამშობლო ზეცაშია.

კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ. უფალმა ინებოს ყოველი ჩვენგანის სულიერი ამაღლება, საქართველოს სულიერი ამაღლება, გამთლიანება, გაძლიერება და გადარჩენა. ჩვენთან არს ღმერთი!“ — განაცხადა უწმინდესმა და უნეტარესმა შიო III-მ.

banner
წინა სტატიაშიComCom-მა “ფორმულა” “მაუწყებლობის შესახებ” კანონის დარღვევისთვის 2500 ლარით დააჯარიმა
შემდეგი სტატია“უფალი დღესაც ჩვენთან არის… თუ მის მყოფობას ვერ ვგრძნობთ, მიზეზი ჩვენშია”- პატრიარქის სადღესასწაულო ქადაგება