ჩვენი მიწა დაგვიბრუნონ – ნინოწმინდის პანსიონთან ადგილობრივები მეუფესთან შეხვედრას ითხოვენ

რამდენიმე წუთის წინ ნინოწმინდის პანსიონთან ადგილობრივები მივიდნენ, რომლებიც მეუფე სპირიდონთან შეხვედრას ითხოვდნენ. ისინი ამბობენ, რომ მთავრობამ მათი კუთვნილი მიწები სრულიად უსაფუძვლოდ გადასცა საპატრიარქოს. მათი თქმით, ხელისუფლებას რამდენჯერმე მიმართეს, თუმცა ოფიციალური განმარტება არ გაუკეთებიათ.

“სამღვდელოება ამოსული იყო თავისი ფორმით, მანქანით, ხალხით, როცა წააწყდნენ დაბრკოლებას და ჩვენ გამოვედით ხალხი, ამოიყვანეს მერე პოლიცია. სათიბი ადგილია, ჩვენ ტერიტორიაზე, ჩვენ სოფელში, მიიზომეს, ჩვენ არც გაგვიგია. გვინდა ჩვენი მიწა დაგვიბრუნონ, მეც ხო მყავს ოჯახი”, – თქვა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

banner
წინა სტატიაშიეკლესიის საქმეებში პირდაპირ ერეოდა – მეუფე იაკობი გახარიაზე
შემდეგი სტატიაპარლამენტმა რეზო გაბრიაძის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო