“ჩვენი მისამართით დასმული კითხვები ძალიან შორს არის ჩვენგან”- სახლის მეპატრონე, სადაც გვამი იპოვეს

სახლის მეპატრონე, სადაც სამართალდამცავებმა ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს, მედიასთან კომენტარს აკეთებს.
ცნობილია, რომ კოჯორში, ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლი კაკაურიძეებს ეკუთვნის.
ოჯახის ერთ-ერთი წევრი ამბობს, 2014 წელს მომხდარ შემზარავ მკვლელობაზე ინფორმაცია არ აქვს და მათ წარმოდგენა არ აქვთ, საიდან აღმონდა გვამი მათი საცხოვრებელი სახლის ეზოში.
კაკაურიძის განცხადებით, მთლიანი სახლი მათ არ ეკუთვნით და ნაწილი ოჯახის ნათესავისაა, რომელიც საზღვარგარეთ იმყოფება. სავადაუდოდ ეს ის პირია რომლის დასაკავებლადაც საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
” იპოვეს გვამი. მეტი არაფერი ვიცით. დაკეტილი გვქონდა ეგ სახლი. სეზონურად ავდიოდით ხოლმე. სახლი მარტო ჩვენი არ არის. ნაწილი ჩემი მეუღლის მამიდაშვილის არის. აქედან გამომდინარე, ჩვენი მისამართით დასმული ეს კითხვები ძალიან შორს არის ჩვენგან. ჩვენც შოკში ვართ“,- განაცხადა სახლის მეპატრონემ.
შსს-მ დედა-შვილის, ნატო და გურამ კვეზერელების მკვლელობის საქმე გახსნილად გამოაცხადა.
დანაშაულში ბრალდებულ პირებს ბრალი წაეყენათ სისხლის სამართლის 109-ე მუხლით. ერთ-ერთი პირი დაკავებულია, მეორე პირის ადგილსამყოფელი ცნობილია.

banner
წინა სტატიაშიპოლონეთში ქალს, რომელსაც თავის ტვინის სიკვდილი დაუდგინეს, 55 დღის შემდეგ ბავშვი გაუჩნდა
შემდეგი სტატიაევროკომისიამ შესაძლოა, თურქეთისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების წინადადება მაისის დასაწყისში წარადგინოს