ჩვენი მეგობრობა დასავლეთთან არ ნიშნავს იმას, რომ ტყუილზე არ ვთქვათ, რომ ტყუილია – მდინარაძე

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის შეფასებით, პრემიერ-მინისტრის მიერ ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის გაგზავნილი წერილი მხოლოდ და მხოლოდ „სიმართლეს და საქართველოს ევროპული პერსპექტივის დაცვას ემსახურება“.

როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში როგორც ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, ასევე სხვა საკითხებთან დაკავშირებითაც იყო ბევრი „ფეიკი“.

„თქვენ ისე მეკითხებით, თითქოს პირველად გაიგეთ ჩვენგან, რომ არ რეზოლუციას ჩალის ფასი აქვს. ამ რეზოლუციის პირველივე შეფასება ასეთია. ძალიან სამწუხაროა ეს ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის და იმ ხელისუფლებისთვის, რომელსაც რამდენიმე წლის წინ კონსტიტუციაში ჩაწერილი აქვს პროდასავლური კურსი. ეს რეზოლუცია, რომელიც ევროპარლამენტში იქნა მიღებული დაეყრდნო და დაეფუძნა „ფეიკს“ იქიდან გამომდინარე, რომ ამ რეზოლუციის ფაქტობრივი მოცემულობა 90% ტყუილია. როდესაც ტყუილია, ასეთი მაღალი ტრიბუნიდან გახმოვანებული მესიჯის და რეზოლუციის საფუძველი, ეს არის ძალიან სამწუხარო და საგანგაშოც კი. რადგან ეს ევროპარლამენტმა მიიღო და რადგან კანდიდატის სტატუსს ველოდებით, მთავაზობთ მოცემულობას, რომ ეს არ გავაკრიტიკოთ? ეს არის ცუდი, ჩიხური მდგომარეობა თქვენთვისაც და ჩვენთვისაც იქიდან გამომდინარე, რომ ერი მხრივ გვაქვს ევროპარლამენტის რეზოლუცია, რომელიც ტყუილებზეა აგებული და თქვენ მთავაზობთ რომ არ ვთქვათ!

როგორც ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, ასევე სხვა საკითხებთან დაკავშირებითაც იყო ბევრი „ფეიკი“ ამ რეზოლუციაში. ეს არის სამწუხარო ჩვენი ხელისუფლებისთვის, რომელიც არა მხოლოდ სიტყვით, საქმითაც დასავლეთისკენ მივისწრაფვით. როდესაც ევროპიდან ასეთი „ფეიკს“ რეზოლუცია მოდის, ეს სამწუხაროა, რადგან ყველაფერ რომ თავი დავანებოთ, ეს აზიანებს საზოგადოებრივ განწყობებს, მაგალითად, დასავლური კურსის მიმართ. ჩვენ ეს არ გვინდა, პირიქით, ვამბობთ, რომ დასავლური კურსი არის ერთადერთი სწორი მიმართულება ამ ქვეყნისთვის. ჩვენი მეგობრობა დასავლეთთან არ ნიშნავს იმას, რომ ტყუილზე არ ვთქვათ, რომ ეს ტყუილია. ეს კონკრეტული პერსონის კი არა სიმართლის და ჩვენი ევროპული პერსპექტივის დაცვას ემსახურება“, – განაცხადა მდინარაძემ.

banner
წინა სტატიაშიროიტერი – „გაზპრომმა“ ევროპაში გაზის ნაწილის მიწოდებაზე ფორსმაჟორი გამოაცხადა
შემდეგი სტატიაღარიბაშვილის წერილი ევროკომისიის პრეზიდენტისადმი დასტურია იმისა, რომ სახელმწიფო პერსონალურ ინტერესებს ემსახურება – გახარია