“ჩვენი მდგომარეობა რთულია, მეტი სიფრთხილე გვმართებს” – მეუფე ზოსიმე უკრაინის ავტოკეფალიაზე

წილკნისა და დუშეთის მთავარეპისკოპოსის, მეუფე ზოსიმეს განცხადებით უკრაინის ეკლესიასთან მიმარტებაში საქართველოს გონიერებისა და სიფრთხილის გამოჩენა მართებს. აღნიშნული განცხადება მთავარეპისკოპოსმა სინოდის სხდომის დაწყებამდე გააკეთა. კითხვაზე ეკუთვნის თუ არა უკრაინის ავტოკეფალია მთავარეპისკოპოსის პასუხი იყო, რომ „ალბათ ეკუთვნის“. რაც შეეხება კითხვას არიან თუ არა სინოდის წევრები ერთ აზრზე, მეუფე ზოსიმემ განაცხადა, რომ სინოდში აზრთა სხვადასხვაობაა, აღნიშნული კი საქართველოს რთული მდგომარეობით ახსნა:

„ჩვენი მდგომარეობა, საქართველოსი, რთულია და ჩვენ ყველას მეტი გონიერება და სიფრთხილე გვმართებს.“- განაცხადა მეუფე ზოსიმემ.

banner
წინა სტატიაში“მე ღიად მაქვს მხარი დაჭერილი უკრაინისთვის”- მეუფე მელქისედეკი უკრინის ეკლესიის ავტოკეფალიაზე
შემდეგი სტატიასერგო რატიანმა პარლამენტის თბილისში სრულად დაბრუნებას ბერია-სტალინის არქიტექტურაში დაბრუნება უწოდა