“ჩვენი ხალხი ცნობილია სტუმართმოყვარეობით, ჩვენი კერძები და ღვინო კი უბრალოდ არაამქვეყნიურია”

ჩვენი ხალხი ცნობილია სტუმართმოყვარეობით, ჩვენი კერძები და ღვინო კი უბრალოდ არაამქვეყნიურია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ამერიკიის შეერთებულ შტატებში, ილინოისის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლილსას განახცადა.

“მადლობას მოგახსენებთ იმისათვის, რომ დაინტერესდით საქართველოთი. გამოვთქვამ იმედს, რომ ამ ღონისძიებიდან წასულები სხვა თვალით შეხედავთ აშშ-საქართველოს ურთიერთობების მნიშვნელობას, რომელიც წარმოადგენს რეგიონსა და მთელს მსოფლიოში უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის მამოძრავებელ ძალას. ასევე გამოვთქვამ იმედს, რომ საქართველოში ჩამოხვალთ. ცხადია, ამ საკითხში მიკერძოებული ვარ, მაგრამ საქართველო მართლაც უმშვენიერესი ადგილია. ჩვენს პატარა ტერიტორიაზე თქვენ გელოდებათ საუცხოო პლაჟები, თვალწარმტაცი მთები და უნიკალური ისტორიული ძეგლები. ჩვენი ხალხი ცნობილია სტუმართმოყვარეობით. ჩვენი კერძები და ღვინო კი უბრალოდ არაამქვეყნიურია”,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა და დასძნა, სხვათ შორის, საქართველო არის მსოფლიო მეღვინეობის აკვანი.

“ჩემი ვიზიტი ხანმოკლეა, მაგრამ ჩემს გეგმებში შედის ადმინისტრაციასთან ერთი საკითხის განხილვა: როგორ ჩამოვიყვანოთ საქართველოში მეტი სტუდენტი ილინოისის უნივერსიტეტიდან და როგორ მოვიძიოთ თანამშრომლობის გზები. აუდიტორიაში მყოფ სტუდენტებს კი მოვუწოდებ, მაქსიმალურად გამოიყენეთ აქ გატარებული დრო, შეისისხლხორცეთ ცოდნა და ნუ მიიღებთ აქ მიღებულ გამოცდილებას, როგორც თავისთავად არსებულ მოცემულობას. ძალ-ღონე არ დაიშუროთ, რათა გაიფართოოთ ჰორიზონტი, გაეცნოთ თქვენი მსოფლმხედველობისგან განსხვავებულ იდეებს და თქვენგან განსახვავებულ ადამიანებს. მივმართავ ამ ოთახში მყოფ მომავალ ბიზნესმენებს: საქართველოში ჩამოსულებს ჩვენ გაშლილი ხელით მიგიღებთ და გაგაცნობთ ბიზნესისთვის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ხელსაყრელ გარემოს. მადლობას მოვახსენებ უნივერსიტეტის ლექტორებსა და ადმინისტრაციას იმ დიდი სამუშაოსთვის, რომელიც ემსახურება ხვალინდელი დღის ლიდერების ჩამოყალიბებას. ამ უნივერსიტეტში ჩემი სტუდენტობის პერიოდმა მართლაც რადიკალურად შეცვალა ჩემი ცხოვრება. მე დიდად ვაფასებ ჩემს კავშირს ამ შესანიშნავ ინსტიტუტთან”,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ილინოისის უნივერსიტეტს ეწვია, სადაც 18 წლის წინ ფინანსების სფეროში მაგისტრის ხარისხი მიიღო.

banner
წინა სტატიაშიჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს მუქარის შესახებ ინფორმირებულნი არიან
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი: აშშ-ის მხარდაჭერას უდიდესი მნიშვნელობა აქვს საქართველოს წარმატებისთვის