ჩვენი კატეგორიული მოთხოვნაა, მშობლებმა წარმოადგინონ ცნობა ბავშვის ჯანმრთელობასთან და აცრებთან დაკავშირებით

თბილისის 56-ე საბავშო ბაღის აღსაზრდელის ჩუტყვავილით გარდაცვალების ფაქტს თბილისის მერი ეხმაურება. კახა კალაძის თქმით, მათი კატეგორიული მოთხოვნაა, მშობლებმა წარმოადგინონ ცნობა ბავშვის ჯანმრთელობასთან და აცრებთან დაკავშირებით.
“რაც შეეხება შემოწმებას, ჩვენი კატეგორიული მოთხოვნაა, რომ მშობლებმა უნდა წარმოადგინონ ცნობა ბავშვის ჯანმრთელობასთან და აცრებთან დაკავშირებით. როდესაც ჩვენი მხრიდან იყო მოთხოვნა, ამან მშობლებში გარკვეული უკმაყოფილება გამოიწვია, თუმცა ჩვენ მოსვლის პირველივე დღიდან ვამბობთ, რომ ჩვენთვის უსაფრთხოება არის მნიშვნელოვანი, მითუმეტეს, როცა საუბარია პატარებსა და ჩვენს შვილებზე, მომავალ თაობაზე”, – განაცხადა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიგია მაისაშვილის ოჯახი საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს
შემდეგი სტატია„მაუწყებლობის შესახებ“ კანონი და კობახიძის შეფასებები – მედიაორგანიზაციების ერთობლივი განცხადება