“ჩვენი კამათი, ლუარსაბისა და დარეჯანის კამათს მაგონებს, ბოზბაშსა და ჩიხირთმაზე”

საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომის მიმდინარეობისას, მთავარი თემა პირველი მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებები იყო. საუბარია ცვლილებებზე, რომელიც 2020 წლის არჩევნებისთვის მაჟორიტარულიდან პროპორციულ სისტემაზე გადასხვლას გულისხმობს. სხდომის ფარგლებში ვახტანგ ხმალაძემ შემდეგი კომენტარი გააკეთა:

„ჩვენი ეს კამათი ისეთ სახეს იღებს ხოლმე, რომ ეს მაგონებს ლუარსაბისა და დარეჯანის კამათს, რომელი სჯობს, ბოზბაში თუ ჩიხირთმა? იმიტომ, რომ ერთს აქვს ეს პოზიცია, რომ ურჩევნია ბოზბაში, მეორეს ურჩევნია ჩიხირთმა. რამდენიც გინდა უმტკიცე, რომ ისიც გემრიელია, არ გამოვა“, – განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.

banner
წინა სტატიაში“ასეთი მოთხოვნა და შეფასება არარეალურია”- ეკა ბესელია აშშ-ის კონგრესმენის განცხადებას ეხმაურება
შემდეგი სტატიაგიორგი კახიანი: საკითხი დგას ასე – ახალ საარჩევნო სისტემაზე 2020 წელს გადავალთ, ან არავინ იცის როდის მოხდება ეს