ჩვენი გზავნილი ცალსახაა – სტოლტენბერგი საქართველოსა და უკრაინას

რუსული ჯარის გაძლიერების ერთ-ერთი მთავარი მიზანი საქართველოსა და უკრაინის დესტაბილიზაციის მცდელობის გაგრძელებაა – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ვიდეოკონფერენციის დროს განაცხადა. სტოლტენბერგმა რუსეთი მეზობელ ქვეყნებში სამხედრო ძალების გამოყენებაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა.

სიტყვით გამოსვლისას ნატოს გენერალური მდივანმა საქართველოსა და უკრაინას ევროატლანტიკური სივრცეში შემდგომი ინტეგრაციისთვის უსაფრთხოებისა და თავდაცვითი ინსტიტუტების მოდერნიზაციის და საჭირო რეფორმების გატარებისკენ მოუწოდა.

“რუსეთი სამხედრო შესაძლებლობების გასაძლიერებლად დიდ თანხებს ხარჯავს, რისი ერთ-ერთი მიზანიც საქართველოსა და უკრაინის დესტაბილიზაციის მცდელობის გაგრძელებაა. ჩვენ კი პირიქით, მოკავშირეების დასაცავად მზადყოფნის დემონსტრირებას ვახდენთ და ყველაფერს, რასაც ვაკეთებთ მხოლოდ თავდაცვის სფეროში ვიყენებთ. ასევე, ვაგრძელებთ მუშაობას კანდიდატ ქვეყნებთან- საქართველოსა და უკრაინასთან. ჩვენი გზავნილი ცალსახაა, რომ ევროატლანტიკური ინტეგრაციის მისაღწევად ამ ქვეყნებმა ფოკუსირება რეფორმების გატარებასა და თავდაცვის სფეროში არსებული ინსტიტუტების მოდერნიზაციაზე უნდა მოახდინონ”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიჩინეთში ფრინველის გრიპის ახალი შტამის ადამიანზე გავრცელების პირველი შემთხვევა დადასტურდა
შემდეგი სტატიალევან ხაბეიშვილს საკრებულოში თორნიკე ბიკაშვილი ჩაანაცვლებს