ჩვენი გუნდის ამოცანა იყო არის და იქნება საქართველოს მშვიდობიანი გამთლიანება,“-დავით ბაქრაძე

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი დავით ბაქრაძე, პარტიის წარმომადგენლები გიორგი ტუღუში, ტარიელ ლონდარიძე და გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბადრი ბასიშვილი შავშვებში, დევნილთა დასახლებაში იმყოფებოდნენ და ადგილობრივ მოსახლოებას შეხვდნენ. პარტიის წარმომადგენლებმა რუსეთის მიერ განხორციელებულ აგრესიაზე და იმ პრობლემებზე ისაუბრეს, რაც ოკუპაციას მოჰყვა. აქცენტი გაკეთდა სოციალურ პრობლემებზეც.

“დღევანდელ დღეს მიმაჩნია, რომ ყველა პოლიტიკოსი, ყველა ქართველი მოვიდეს და თვალებში ჩახედოს დევნილებს და უთხრას, რომ ჩვენ გვახსოვს მათი ტკივილი და საქართველო ვერასდროს ვერ იქნება წარმატებული სანამ ეს ადამიანები არ დაბრუნდებიან საკუთარ ოჯახებში. ამიტომ ჩვენი გუნდის ამოცანა იყო არის და იქნება საქართველოს მშვიდობიანი გამთლიანება,“- განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ.

banner
წინა სტატიაშიექსკლუზივი – სოლომონ პავლიაშვილი საგარეჯოს მაჟორიტარობის დამოუკიდებელ კანდიდატად დარეგისტრირდა
შემდეგი სტატიაგერმანიის პოლიცია კაფეზე თავდამსხმელის სიჩუმეზე ლაპარაკობს