“ჩვენი გეგმები არ იცვლება” – ოპოზიციის ლიდერები დღეს “ლელოს” ოფისში შეიკრიბებიან

admin
ავტ.: admin ნოემბერი 19, 2020 10:15

“ჩვენი გეგმები არ იცვლება” – ოპოზიციის ლიდერები დღეს “ლელოს” ოფისში შეიკრიბებიან

ოპოზიციის ლიდერები დღეს, 18 ნოემბერეს, „ლელოს” ოფისში შეიკრიბებიან. შეხვედრაზე შეათანხმებენ 21 ნოემბერის აქციას, რომელიც მეორე ტურების მიმდინარეობის პარალელურად გაიმართება.

განმეორებითი არჩევნები პოლიტიკური სტაბილურობისთვის ერთადერთი გამოსავალია. ოპოზიციის გზავნილები, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს მიერ, საგანგებო მისიით დატოვებულ წარმომადგენელ ფილიპ რიკერთან შეხვედრაზე – ერთიანი იყო.

ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ უმძიმესი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი გაყალბების ლეგიტიმაცია და პარლამენტში შესვლა ვერ იქნება. ოპოზიციის მოთხოვნები უცვლელია – განმეორებითი არჩევნებთან ერთად, გაყალბების თანაავტორი უწყების ცესკოს ადმინისტრაციის სრული შეცვლა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება.

ჩვენი გეგმები არ იცვლება … იგივე მოთხოვნები გვაქვს: ახალი არჩევნები, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და რა ტქმა უნა, ყველა დონეზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრირების თავისუფალი და გამჭვირვალე წესით დაკომპლექტება. სახელმწიფო ინსტიტუტებია რ გაგვაჩნია და ეს სახელმწიფო ინსტიტუტები მიტაცებულია ისევე როგორც პარლამენტი და ყველა კანონის უზენაესობის ინსტიტუტი ერთი ადამიანის მეირ, ბიძინა ივანიშვილის მიერ – ამბობს ხატია დეკანოიძე

“ევროპული საქართველოს” ერთერთი ლიდერი გიგი უგულავა ამბობს, რომ ბოიკოტი გაგრძელდება, რადგან არავინ არ აპირებს სიყალბეში მონაწილეობას. უგულავას თქმით, პარლამენტში შესვლა არის პირდაპირ “ქართულ ოცნებაში” გაწევრიანებას.

“სტრატეგია აღმაშენებლი” ერთერი ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, “ოცნება” მესამე რაუნდზე კონკრეტული წინადადებებით უნდა მივიდეს, რომ შეთანხმება მოხდეს.

აქვე გეტყვით, რომ ცესკოს მონაცემებით, მეორე ტურები ქვეყნის მასშტაბით 17 მაჟორიტარულ ოლქში ჩატარდება.

admin
ავტ.: admin ნოემბერი 19, 2020 10:15