ჩვენი გადმოსახედიდან „ნაციონალურ მოძრაობაში“ არანაირი დაპირისპირება არ არსებობს, ყველას აქვს თავისი პოლიტიკური გზა – ბოკუჩავა

ჩვენი გადმოსახედიდან „ნაციონალურ მოძრაობაში“ არანაირი დაპირისპირება არ არსებობს, ყველას აქვს თავისი პოლიტიკური გზა. თუ ნიკა მელიას ან ნებისმიერი სხვა ადამიანის არჩევანია, რომ იასპარეზოს პოლიტიკაში მთავარი ოპოზიციური პარტიის პლათფორმიდან, ჩვენ ამას მხოლოდ მივესალმებით, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

როგორც თინა ბოკუჩავამ აღნიშნა, მთავარი ოპოზიციური დისკურსი დაუშვებელია, რომ იყოს ურთიერთ დაპირისპირების შინაარსის მქონე.

„გამომდინარე იმ განსხვავებიდან, რომელიც ოპოზიციურ სპექტრში არსებობს, ბუნებრივია, აზრთა სხვადასხვაობა იქნება, მაგრამ მთავარი ოპოზიციური დისკურსი დაუშვებელია, რომ იყოს ურთიერთდაპირისპირების შინაარსის მქონე. ეს პირდაპირ ივანიშვილის მიზანს მოემსახურება, რომ შეინარჩუნოს ძალაუფლება ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ. მთავარი ოპოზიციური პარტიის ამოცანაა რუსული რეჟიმის დასრულება და ხელისუფლების ცვლილება, რათა ხელისუფლებაში მოვიდეს პროდასავლური, უდიდესი ალბათობით, კოალიციური მთავრობა, რომელიც ჩვენს ქვეყანას შეიყვანს ევროკავშირსა ადა ნატო-ში. ამ ამოცანიდან გამომდინარე უნდა ვმოქმედებდეთ. ადამიანები, რომლებიც ოპოზიციურ ველზე არიან, მუდმივ სწორებას სწორედ ამ ამოცანაზე უნდა აკეთებდნენ.

ჩვენი გადმოსახედიდან „ნაციონალურ მოძრაობაში“ არანაირი დაპირისპირება არა რსებობს. ყველას აქვს თავისი პოლიტიკური გზა. თუ ნიკა მელიას ან ნებისმიერი სხვა ადამიანის არჩევანია, რომ იასპარეზოს პოლიტიკაში მთავარი ოპოზიციური პარტიის პლათფორმიდან ჩვენ ამას მხოლოდ მივესალმებით. ვთვლით, რომ გახსნილობა და გამსხვილება მნიშვნელოვანია წინასაარჩევნოდ, ამიტომ შევქმენით მათ შორის „გამარჯვების პლატფორმა“, რომლის კარიც ღიაა. მაგრამ ვინ როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს თითოეული ინდივიდის დისკრეციული უფლებაა, რომელშიც მე ნამდვილად ვერ ჩავრევი. ჩვენ ვართ მთავარი ოპოზიციური პარტია, შესაბამისად, ყველაზე მნიშვნელოვან როლს ვთამაშობთ რეჟიმის დემონტაჟში, მაგრამ ვინ რა პლატფორმიდან იასპარეზებს პოლიტიკაში, ეს მათი გადასაწყვეტია“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

კითხვაზე, 7 ოქტომბერს მელიას შეკრების პარალელურად „ნაციონალური მოძრაობის“ აქცია ჩაინიშნა ბათუმში, ბოკუჩავამ აღნიშნა, რომ ლოჯისტიკურ საკითხებში არ არის ჩახედული.

„ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ იმაში, რომ რამდენიმე ღონისძიება იმართებოდეს პარალელურად. ასეთი დამთხვევახდება“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკი მობილბანკში მასშტაბურ „თამაშს“ იწყებს
შემდეგი სტატიასაქართველოს პრეზიდენტად წოდებული სალომე ზურაბიშვილი წითელ ზღვარს კვეთს და ამ დროს რა ნდობაზეა საუბარი, მთავრობასა და პრეზიდენტს შორის ნდობა არ არსებობს – კობახიძე