ჩვენი ევროპელი პარტნიორები ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნის ინიციატივას დადებითად აფასებენ – ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერები გიორგი ვაშაძე და სერგო ჩიხლაძე ბრიუსელში, ევროპარლამენტში შეხვედრებს აგრძელებენ. ინფორმაციას ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებელი“ ავრცელებს.

გიორგი ვაშაძის თქმით, ALDE-ს წარმომადგენლებთან დღეს გამართულ შეხვედრაზე ვიცე-პრეზიდენტმა და ევროპარლამენტარმა, სვენია ჰანმა საქართველოს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა.

ვაშაძის განცხადებით, ევროპელი პარტნიორები ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნის ინიციატივას დადებითად აფასებენ.

„ევროპარლამენტში დიდი ხანია, რაც ინფორმირებულები არიან საქართველოში მიმდინარე პროცესებზე. ALDE-ს ვიცე პრეზიდენტი და ევროპარლამენტარი სვენია ჰანი დადებითად აფასებს ინიციატივას, რაც არის ეროვნული თანხმობის შექმნა. როგორც ალდეში ასევე, ევროპარლამენტშიც თვლიან, რომ ეს არის ერთადერთი გამოსავალი, რომელიც წლის ბოლომდე რეფორმების განხორციელებას უზრუნველყოფს, ასევე, დეპოლარიზაციის პროცესს და ყველა მხარის პროცესში ჩართულობას ხელს შეუწყობს. დიახ, სწორედ ამაში ხედავენ ისინი გამოსავალს და „სტრატეგია აღმაშენებლის“ და სხვა ოპოზიციური პარტიების წინადადებას მხარს უჭერენ, რომელიც ასევე არის ქართველი ხალხის დაკვეთა. ჩვენი ევროპელი პარტნიორები ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნის ინიციატივას დადებითად აფასებენ,“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშიყოფილი მოსამართლე ივანიშვილს ღია წერილით მიმართავს და მოუწოდებს, გაათავისუფლოს სასამართლო სისტემა კლანისგან
შემდეგი სტატიაგვაქვს პოტენციალი, 2022 წელი დაგეგმილზე მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით დავასრულოთ – კოვზანაძე