ჩვენი ერთობლივი ყურადღება რჩება ზელენსკისა და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერაზე – ჯონსონი ბაიდენს ესაუბრა

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი აშშ-ს პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს უკრაინაში ვიზიტთან დაკავშირებით ტელეფონით ესაუბრა. ჯონსონის თქმით, მათი ერთობლივი ყურადღება უკრაინის მხარდაჭერაზე რჩება.

“ახლახან ვესაუბრე აშშ-ს პრეზიდენტს ჯო ბაიდენს და განახლებული ინფორმაცია მივაწოდე კიევში პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრზე.

ჩვენი ერთობლივი ყურადღება რჩება პრეზიდენტ ზელენსკისა და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერაზე თავისუფლებისთვის ბრძოლაში.

პუტინის ბარბაროსული წამოწყება არ უნდა დავუშვათ”,- წერს ბორის ჯონსონი.

banner
წინა სტატიაშიმშენებლობის ნებართვის მფლობელები საეტაპო ოქმის წარუდგენლობისთვის განსაზღვრული პასუხისმგებლობისაგან 2023 წლის 1 იანვრამდე თავისუფლდებიან
შემდეგი სტატიაპარლამენტმა ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილებები განახორციელა