ჩვენი ეროვნული ამოცანაა, რომ მშვიდობიანი გზით ამ რეჟიმმაც დაამთავროს ისევე, როგორც დაამთავრეს აბაშიძემ და იანუკოვიჩმა – ბოკერია

ჩვენი ეროვნული ამოცანაა, რომ მშვიდობიანი გზით ამ რეჟიმმაც დაამთავროს ისევე, როგორც დაამთავრეს აბაშიძემ და იანუკოვიჩმა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

აღნიშნულით, ის მოძრაობის „შინ ევროპისკენ“ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც აღნიშნავენ, რომ მათ წარმომადგენლებს მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები და საჯარო მოხელეები ხელს უშლიან.

გიგა ბოკერიას თქმით, “ჩვენი ეროვნული ამოცანაა, რომ ამ რეჟიმმა დაამთავროს ისევე, როგორც დაამთავრეს აბაშიძემ და იანუკოვიჩმა, კერძოდ, მშვიდობიანად ოღონდ, ძალაუფლების ჩამორთმევითა და შესაძლოა ამ ქვეყნიდან გაძევებით”.

„ნებისმიერი ოპონენტის დემონიზების კამპანია, ფიზიკური თავდასხმები, მათ შორის სტუდენტებზე, რომლებიც მშვიდობიან კამპანიას ეწევიან, ანტიდასავლური რიტორიკა, ეს არის ის, რასაც აკეთებდა ასლან აბაშიძისა და იანუკოვიჩის რეჟიმები“,-აღნიშნავს ბოკერია.

წინა სტატიაშიგაერთიანებული სამეფო უკრაინას დამატებით $1.2 მილიარდის სამხედრო დახმარებას გაუწევს
შემდეგი სტატიაჩვენ მუდმივად ვუჭერთ მხარს ალიანსის ღია კარის პოლიტიკას და ასევე იმედი გვაქვს ევროკავშირის ღიაობისაც – მონტენეგროს პრეზიდენტი