“ჩვენი ექიმები ვალდებული არიან, გაითვალისწინონ ჰოსპიტალიზაციის კრიტერიუმები”

ჩვენ მუდმივ რეჟიმში ვახორციელებთ მონიტორინგს, თუ რამდენად მიზნობრივია ჰოსპიტალიზაცია,-ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა,

„რა თქმა უნდა, არის ჰოსპიტალიზაციის კრიტერიუმები, რომლებიც შემუშავდა პანდემიის დაწყებისთანავე და შემდეგ, რამდენიმე ეტაპზე განიცადეს სახეცვლილება, რათა ის ყოფილიყო მეტად მიზნობრივი. ჩვენი ექიმები ვალდებული არიან, გაითვალისწინონ კრიტერიუმები. წინააღმდეგ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ანაზღაურების კომპონენტში გათვალისწინებული იქნება, რამდენად მიზნობრივი იყო ჰოსპიტალიზაცია და ანაზღაურების კომპონენტში მოხდება დამატებითი რეაგირება. ასევე რა თქმა უნდა, ის კლინიკური ჯგუფი, რომელიც პანდემიის პერიოდში დაკავებულია კლინიკების მონიტორინგით, აგრძელებს მონიტორინგს. შესაბამისად, ინფორმაცია არის განახლებადი და გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია კლინიკების კლინიკურ ხელმძღვანელებთან, რათა მოხდეს მეტად ეფექტური მართვა“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

banner
წინა სტატიაშივაქცინაციისთვის ადგილის დაჯავშნა ხვალიდან იქნება შესაძლებელი
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი- დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ამერიკის მთავრობას, რომლის უშუალო დახმარებითაც ჩვენ მივაღწიეთ წარმატებულ მოლაპარაკებას