ჩვენი ძალოვნებისთვის არც რუსული თაფლი მინდა და არც რუსული ჩექმა – გოცირიძე

თაფლის ”პატრიოტულ” სკანდალში კიდევ ერთხელ გამოვლინდა პროტექციონისტული და უსარგებლო ეკონომიკური პოლიტიკისადმი ერთგულება ქართველი ლიბერალი თუ არალიბერალი საზოგადოების მხრიდან.
ფრანგული თაფლი თუ უფრო ხარისხიანია და იაფი, ის უნდა უყიდო ჯარს და არა ძვირი და უხარისხო ადგილობრივი. ამით იზოგება ფული( ვალუტა) და ის სხვა სასიკეთო საქმეს მოხმარდება.
ფრანგული არ არის, რუსულიაო, იტყვით ხომ? ეს მართლაც ”კარგი” არგუმენტი გამოდგა მოგებული ტენდერის ჩასაშლელად.
მეც მერჩივნა ფრანგულ ან უკრაინულ თაფლს გაემარჯვა, ვიდრე რუსულს. არ მოხდა ასე. რას ვიზამთ. მაშინ თავიდანვე ჩაეწერათ პირობებში-ოკუპანტის თაფლი არ შეიძლებაო.
თუ რუსული საქონლის იმპორტის ან რუსეთში ქართული საქონლის ექსპორტის საწინააღმდეგო პოლიტიკა იქნებოდა ხელისუფლების მიერ გამოცხადებული, თაფლის ამბავი მართლაც შეიძლება კრიტიკის საგანი გამხდარიყო. როცა ასე არ არის, ემოციებზე დამოკიდებული გადაწყვეტილებები უფრო აძლიერებს ქვეყანაში ისედაც მოჭარბებულ ”გოსუდარსტვენნიკულ” განწყობილებებს და პრაქტიკას, რაც ჩვენი ეკონომიკის უკუსვლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.
ჩვენი ძალოვნებისთვის კი არც რუსული თაფლი მინდა და არც რუსული ჩექმა – წერს რომან გოცირიძე

banner
წინა სტატიაშიეკა ბესელია ლონდონიდან თბილისში დაბრუნდა – გააკეთებს თუ არა დეპუტატი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების შესახებ განცხადებას?
შემდეგი სტატიასაქართველოს რეგიონებში კომერციულ აბონენტებს გაზის საფასური 11 თეთრით უძვირდებათ